მაღალი მოთხოვნის გამო, პრეპის მიწოდება ფართოვდება


პრეპის სერვისზე გაზრდილი მიმართვიანობის გამო, პრეპის პროგრამა ფართოვდება. ამიერიდან სერვისის მიღება “თანასწორობის მოძრაობის„ თბილისის სათემო ცენტრის ბაზაზე შეგეძლებათ ყოველ სამშაბათს და ოთხშაბათს, 4 საათიდან 7 საათამდე.

პრეპი (პრე-ექსპოზიციური პროფილაქტიკა) აივ ინფექცია/შიდსის პრევენციის მეთოდია, რომელიც აივ ინფექციისგან დაცვას 99%-მდე უზრუნველყოფს. საქართველო პირველი ქვეყანაა რეგიონში რომელმაც 2017 წლის სექტემბერში პილოტურად დაიწყო პრეპის პროგრამა და დღემდე წარმატებით ახორციელებს. ამ დროისთვის პრეპის პროგრამაში რეგისტრირებულია 2700-ზე მეტი ბენეფიციარი.

პრეპი ხელმისაწვდომია საქართველოს 3 ქალაქში: თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.

ონლაინ ჯავშნისთვის მიჰყევით ბმულს