კონკურსი ექიმი-ინფექციონისტის შესარჩევად


არასამთავრობო ორგანიზაცია “თანასწორობის მოძრაობა” 2011 წლიდან აქტიურად მუშაობს კვლევითი, აკადემიური, ადვოკატირების და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიმართულებით. მისი მიზანია ლგბტქ თემის საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაცია, მათთვის ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და საზოგადოებაში არსებული ჰომოფობიური და სექსისტური განწყობების შემცირება. ორგანიზაცია სამიზნე აუდიტორიას სთავაზობს იურისტის, ფსიქოლოგის, სოციალური მუშაკის უფასო კონსულტაციებს. ასევე, აივ-ტესტის, სელფ-ტესტის, პრეპის და პეპის პროგრამებს.

ორგანიზაცია აცხადებს კონკურსს ექიმიინფექციონისტის პოზიციაზე ქ. თბილისში

სამუშაო ადგილი: 1 (ქ.თბილისი)

სამუშაო გრაფიკი: არასრული განაკვეთი

მუშაობის დაწყებისა და დასრულების პერიოდი: მაისი – ნოემბერი, 2025

მოთხოვნები:

  • უმაღლესი სამედიცინო განათლება;
    • დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი შესაბამისი სახელმწიფო სერთიფიკატი (სპეციალობა – ინფექციური სნეულებები);
    • მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
    • აივ ინფექცია/შიდსზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
    • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
    • სასურველია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

ფუნქციამოვალეობები:

  • ბენეფიციარებისთვის პრე-ექსპოზიციური პროფილაქტიკის შესახებ პირველადი კონსულტირების და დამყოლობის კონსულტირების ჩატარება სათემო ცენტრის ბაზაზე;
    • პრე-ექსპოზიციური პროფილაქტიკის ფარგლებში მედიკამენტის დანიშვნა, მიღების რეჟიმის შესახებ კონსულტირება;
    • შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშგება პროექტის კოორდინატორთან.

პიროვნული უნარჩვევები:

  • სამუშაოს დაგეგმვის და ორგანიზების უნარი
    • დროის ეფექტურად მართვის უნარი
    • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
    • სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირების უნარი
    • ინფორმაციის/მონაცემთა ანალიზის უნარი
    • გუნდურად მუშაობის უნარი

კონკურსის ეტაპები:

  • განცხადებების გადარჩევა
    • გასაუბრება

განცხადების მიღების ბოლო ვადა: 11 მაისი, 2025 წელი

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, მოგვაწოდოთ რეზიუმე, უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი დიპლომი, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი შესაბამისი სახელმწიფო სერთიფიკატი (სპეციალობა – ინფექციური სნეულებები) შემდეგ მისამართზე: hr@equality.ge სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „ექიმი-ინფექციონისტი“ წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომელთა მიერ მოწოდებული დოკუმენტები დააკმაყოფილებს ვაკანსიის მოთხოვნებს.

პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ

ა(ა)იპ „თანასწორობის მოძრაობა“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, რეზიუმე, სერთიფიკატი და სხვა ნებისმიერი დოკუმენტაცია) არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქამებელთან ინახება 1 (ერთი) წლის ვადით.

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.