შესაძლებლობა ლგბტქ+ აქტივისტებისთვის


თუ თქვენ ხართ ლგბტქ+ აქტივისტი, საზოგადოების წევრი ან მხარდამჭერი და გსურთ წვლილი შეიტანოთ ლგბტქ+ მოძრაობის გაძლიერებაში, მაშინ ეს შესაძლებლობა თქვენთვისაა.

პარტნიორი ორგანიზაციები „თანასწორობის მოძრაობა“, „თანადგომა“ და AFEW International იწყებენ პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავს ლგბტქ+ აქტივისტებს შორის ერთიანობისა და მდგრადობის გაზრდას. პროგრამა მოიცავს ABCD  (აქტივებზე დაფუძნებული თემის განვითარება) მიდგომის გამოყენებას, მონაწილეები აღიჭურვებიან ახალი ცოდნითა და მიდგომებით, რაც ხელს შეუწყობს ახალი შესაძლებლობების შექმნას ლგბტქ+ თემის წევრებისთვის, როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. აქტივებზე დაფუძნებული საზოგადოების განვითარების მიდგომის არსი მოიცავს საზოგადოების შესაძლებლობების იდენტიფიცირებას და გამოყენებას საერთო კეთილდღეობის მისაღწევად.

პროგრამაში ჩარიცხვით დაინტერესებული პირები ვალდებულებას იღებენ მონაწილეობა მიიღონ ფასილიტატორთა ტრენინგში აქტივიზმის ახალი მიდგომის დანერგვის მიზნით (ტრეინინგი ჩატარდება 2025 წლის მარტის პირველ ნახევარში). ტრენინგის მონაწილეებმა უნდა გაუზიარონ თავიანთი ცოდნა თემის სხვა წევრებს.პროგრამის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ მცირე დაფინანსება თავიანთი პროექტის განსახორციელებლად.

ინგლისური ენის ცოდნა სასურველია, მაგრამ არა სავალდებულო.
პრიორიტეტი მიენიჭებათ საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ აქტივისტებს.

თუ თქვენ დაინტერესებული ხართ ამ შესაძლებლობით, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა 2025 წლის 6 თებერვლის 18:00 საათამდე.

განაცხადის შევსების შემდეგ შერჩეულ კანდიდატებთან დეტალების გასარკვევად ჩატარდება გასაუბრება.

დამატებითი კითხვებისთვის გთხოვთ მოგვწეროთ მისამართზე:

info@equality.ge

პროგრამა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „უფლებები და გამძლეობა: ლგბტქ+ თემის გაძლიერება საქართველოში ინკლუზიური ცვლილებისთვის“ ნაწილია.