“თანასწორობის მოძრაობა” გიწვევთ ციფრული უსაფრთხოების ტრენინგი, რომელიც გაიმართება 25 დეკემბერს, 18:30 საათზე, თბილისში.
ონლაინ კომუნიკაციები და ციფრული მოწყობილობები, როგორც აუცილებელი იარაღები, სტანდარტულად გამოიყენება დღევანდელი საზოგადოებრივი საქმიანობისთვის. თითოეულ ამ საქმიანობას ახასიათებს მოწყვლადობა, რომლის მოგვარება შესაძლებელია ორგანიზაციებში ან ინდივიდუალურ დონეზე ციფრული უსაფრთხოების კულტურის შექმნით.
ტრენინგის ჯამური დრო არის 4 საათი და დღის წესრიგი მოიცავს შემდეგ თემებს :
I ნაწილი: რატომ არის ციფრული უსაფრთხოება ასე მნიშვნელოვანი სამოქალაქო საზოგადოებისათვის და აქტივისტებისთვის?
II ნაწილი: როგორ დავიცვათ მონაცემთა დარღვევა.
III ნაწილი: პირადი ციფრული მოწყობილობებისა და “ციფრული ცხოვრების” დაცვა.
ციფრული უსაფრთხოების ტრენინგი თემის წევრებისთვის და აკადემიის მონაწილეებისათის NDI-ის მხარდაჭერით დაიგეგმა.
რეგისტრაციისა და აპლიკაციების გადარჩევის შემდეგ, დაგიკავშირდებით მობილურის ნომრის მეშვეობით და მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას ადგილის შესახებ, თუ სად გაიმართება ტრენინგი
ტრენინგზე დასწრება უფასოა და თქვენი მონაცემები კონფიდენციალური რჩება.
რეგისტრაციის დასრულების დრო: 24 დეკემბრის 20:00 საათი.