„კოალიცია თანასწორობისთვის“ განცხადება დისკრიმინაციულ, ადამიანის უფლებების და დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართული კანონის ამოქმედების შესახებ


„კოალიცია თანასწორობისთვის“ ეხმიანება 2024 წლის 2 დეკემბერს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებას.

ეს კანონი ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებს, იწვევს ადამიანის ძირითადი უფლებების, მათ შორის, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებების გაუმართლებელ შეზღუდვას, აქტივისტურ, შემოქმედებით, მეცნიერულ საქმიანობაში ცენზურის დაწესებასა და ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წახალისებას.1

საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი და სტიგმატიზირებული ჯგუფი ლგბტქი+ თემია,2 ხოლო მცდარ და სიძულვილის ნარატივებზე დაფუძნებული კანონი ახალისებს სიძულვილით მოტივირებულ ძალადობას3 და ხელს უწყობს ისედაც სტიგმატიზირებული ადამიანების მიმართ სიძულვილის გაძლიერებას.4

კანონი და მასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები მცდარად წარმოაჩენენ, თითქოს ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვნების დაცვა შეუთავსებელია ლგბტქი+ ადამიანების პირადი ცხოვრების დაცვასთან. მიუხედავად იმისა, რომ კანონში გამოყენებულია სიტყვები ,,არასრულწლოვანის დაცვა”, სამართლებრივი აქტი თავადვე აყენებს ბავშვებს სხვადასხვა უფლების დარღვევის რისკის წინაშე,5 რის გამოც, გაეროს ბავშვის უფლებების კომიტეტმა მოუწოდა საქართველოს უარი ეთქვა მსგავსი შინაარსის მქონე კანონზე.6

მაშინ, როდესაც საქართველოში ლგბტქი+ თემის წევრების პირადი ცხოვრების დაცვა პრობლემურია, აღნიშნული კანონი და მასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები აწესებენ შეზღუდვებს, მათ შორის, ისეთ უფლებებზე, რომელთა დიდი ნაწილიც საქართველოში მცხოვრებ ლგბტქი+ ადამიანებს ისედაც არ გაჩნიათ.

კანონიდან გამომდინარე დაწესდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი7 და სისხლისსამართლებრივი8 სანქციები, რაც ფაქტობრივად აქტივიზმის, სამეცნიერო და პროფესიული საქმიანობის და ჯანდაცვის გარკვეული ფორმების კრიმინალიზებას ახდენს.9

კანონით და მასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებებით ირღვევა შემდეგი უფლებრივი საკითხები:

პირადი ცხოვრების დაცულობის უფლების დარღვევა

სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა პირადი ცხოვრების მნიშვნელოვან ელემენტებია, რომლებიც დაცულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით (პირადი ცხოვრების პატივისცემა).10 აღნიშნული ნორმები არამხოლოდ მნიშვნელოვნად აუარესებენ, საერთაშორისო სტანდარტებთან ისედაც შეუსაბამობაში მყოფ ტრანსგენდერი ადამაინების პირადი ცხოვრების დაცულობის უფლებას,11 არამედ, ახდენენ ტრანს-სპეციფიური ჯანდაცვის ფორმების, მათ შორის ჰორმონოთერაპიის, კრიმინალიზებასაც.12 მსგავს სერვისზე წვდომის არარსებობამ შესაძლოა მენტალური ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი გაუარესება გამოიწვიოს და ტრანსგენდერი ადამიანებისთვის შექმნას სიცოცხლესთან დაკავშირებული რისკები.13

გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა და ცენზურა

სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს გამოხატვის თავისუფლების დაცვა სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის საფუძველზე დისკრიმინაციის გარეშე, რაც გულისხმობს აზრის გავრცელებისა და ინფორმაციის მიღების თავისუფლებას.14 აღნიშნული კანონი ფაქტობრივად, კრძალავს ლგბტქი+ თემთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებას.15 აკრძალვა შეეხება აქტივისტურ, შემოქმედებით და სამეცნიერო და აკადემიურ საქმიანობასაც.16 კანონი აღნიშნულ შეზღუდვას აწესებს არასრულწლოვანთა დაცვის მოტივით, რაც მოკლებულია რეალურ საფუძველს. მეტიც, აღნიშნული ქმედება გამოიწვევს მსუსხავ ეფექტს, აქტივისტების, ხელოვანების, მეცნიერების, სამედიცინო და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებისთვის.17

შეკრების თავისუფლების შეზღუდვა

საქართველოში შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით სარგებლობასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გამოწვევებია, თუმცა ეს უფლება განსაკუთრებით მიუწვდომელია ლგბტქი+ ადამიანებისთვის.18 ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფომ დაიცვას საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლით განმტკიცებული შეკრებისა და მანიფესტაციის სტანდარტები, პირიქით ის აწესებს დამატებით შეზღუდვებს,19 რომლებიც მნიშვნელოვნად აუარესებენ შეკრების უფლებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ მდგომარეობას.

———————-

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დისკრიმინაციულ, ადამიანის უფლებების და დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართულ საკანონმდებლო ცვლილებებს ეხმაურება, 20.09.2024, https://gyla.ge/post/saqartvelos-akhalgazrda-iuristta-asociacia-diskriminaciul-adamianis-uflebebis-da-demokratiis-tsinaaghmdeg-mimartul-sakanonmdeblo-cvlilebebs-ekhmaureba, [19.11.2024]
Communication from the Commission to the European Parliament, the Council, the European Economic and Social Committee and the Committee of the Regions, Brussels, SWD(2023) 697 final, 8.11.2023, 40.
იქვე.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დისკრიმინაციულ, ადამიანის უფლებების და დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართულ საკანონმდებლო ცვლილებებს ეხმაურება, 20.09.2024, https://gyla.ge/post/saqartvelos-akhalgazrda-iuristta-asociacia-diskriminaciul-adamianis-uflebebis-da-demokratiis-tsinaaghmdeg-mimartul-sakanonmdeblo-cvlilebebs-ekhmaureba, [19.11.2024].
Committee on the Rights of the Child, Concluding observations on the combined fifth and sixth reports of Georgia, 30.05.2024, CRC/C/GEO/CO/5-6, par. 16. https://documents.un.org/doc/undoc/gen/g24/088/87/pdf/g2408887.pdf, [19.09.2024].
იქვე, პარ. 7.
იხ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 17210, https://matsne.gov.ge/en/document/view/28216?publication=512, [19.11.2024].
იხ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 1761, https://matsne.gov.ge/en/document/view/16426?publication=262, [19.11.2024].
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დისკრიმინაციულ, ადამიანის უფლებების და დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართულ საკანონმდებლო ცვლილებებს ეხმაურება, 20.09.2024, https://gyla.ge/post/saqartvelos-akhalgazrda-iuristta-asociacia-diskriminaciul-adamianis-uflebebis-da-demokratiis-tsinaaghmdeg-mimartul-sakanonmdeblo-cvlilebebs-ekhmaureba, [19.11.2024]
CASE OF BEIZARAS AND LEVICKAS v. LITHUANIA, 41288/15, 2020, პარ. 109; CASE OF A.P., GARÇON AND NICOT v. FRANCE, 79885/12, 52471/13, 52596/13, 2017, პარ. 123.
A.D. and Others v. Georgia, 57864/17, 79087/17, 55353/19.
საქართველოს კანონი ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ, მუხლი 6, https://matsne.gov.ge/ka/document/view/6283110?publication=0, [19.11.2024]
ILGA-Europe statement, 18.09.2024, https://www.ilga-europe.org/news/statement-the-president-of-georgia-must-not-sign-on-family-values-and-the-protection-of-minors-legislative-package-into-law/, [19.11.2024].
Recommendation CM/Rec(2010)5 of the Committee of Ministers to member states on measures to combat discrimination on grounds of sexual orientation or gender identity, par 13-16, https://search.coe.int/cm/Pages/result_details.aspx?ObjectID=09000016805cf40a , [19.09.2024].
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დისკრიმინაციულ, ადამიანის უფლებების და დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართულ საკანონმდებლო ცვლილებებს ეხმაურება, 20.09.2024, https://gyla.ge/post/saqartvelos-akhalgazrda-iuristta-asociacia-diskriminaciul-adamianis-uflebebis-da-demokratiis-tsinaaghmdeg-mimartul-sakanonmdeblo-cvlilebebs-ekhmaureba, [19.11.2024]; იხ. საქართველოს კანონი ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ, მუხლები 8-9, https://matsne.gov.ge/ka/document/view/6283110?publication=0, [19.11.2024]
იქვე.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დისკრიმინაციულ, ადამიანის უფლებების და დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართულ საკანონმდებლო ცვლილებებს ეხმაურება, 20.09.2024, https://gyla.ge/post/saqartvelos-akhalgazrda-iuristta-asociacia-diskriminaciul-adamianis-uflebebis-da-demokratiis-tsinaaghmdeg-mimartul-sakanonmdeblo-cvlilebebs-ekhmaureba, [19.11.2024];
CASE OF IDENTOBA AND OTHERS v. GEORGIA, 73235/12, 2015, ასევე CASE OF WOMEN’S INITIATIVES SUPPORTING GROUP AND OTHERS v. GEORGIA, 73204/13, 74959/13, 2021.
საქართველოს კანონი ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ, მუხლი 10, https://matsne.gov.ge/ka/document/view/6283110?publication=0, [19.11.2024]