დასრულებული: კონკურსი ანიმაციური ვიდეორგოლის მოსამზადებლად


არასამთავრობო ორგანიზაცია “თანასწორობის მოძრაობა” 2011 წლიდან მუშაობს საქართველოში მცხოვრები ლგბტქი+ ადამიანების უფლებებისა და მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით. ორგანიზაციის მიზანს წარმოადგენს ჰომოფობიასთან ბრძოლა და სერვისების მიწოდებისა და საადვოკაციო საქმიანობის გზით ლგბტქი+ თემის გაძლიერება.

ორგანიზაცია აცხადებს კონკურსს ანიმაციური ვიდეორგოლის მოსამზადებლად

სამუშაოს აღწერა: ანიმაციური ვიდეორგოლის მომზადება აივ ინფექციის პრე და პოსტ ექსპოზიციური პროფილაქტიკების შესახებ

ვიდეორგოლის  დეტალურ შინაარსსა და თემატიკას ავტორთან შეთანხმებით განსაზღვრავს “თანასწორობის მოძრაობა”.

მუშაობის პერიოდი2024 წლის 23 – 30 ნოემბერი

ანაზღაურება: 2,749.27 (საშემოსავლო გადასახადისა და დასაქმებულის მიერ სავალდებულო საპენსიო შენატანის  ჩათვლით).

მოვალეობები:

  • დამკვეთთან თანამშრომლობით 1 ვიდეოს შინაარსის/თემატიკის შერჩევა და სრულყოფა;
  • ანიმაციური ვიდეოს მომზადება და მონტაჟი;
  • ანიმაციური ვიდეორგოლის გახმოვანების უზრუნველყოფა.

აუცილებელი მოთხოვნები

  • გრაფიკულ დიზაინზე/ანიმაციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ლგბტქი+ საკითხებისადმი მაღალი მგრძნობელობა.

წარსადენი დოკუმენტები:

  • რეზიუმე
  • პორტფოლიო

კონკურსის ეტაპები:

  • განაცხადების გადარჩევა
  • გასაუბრება

განცხადების მიღების ბოლო ვადა: 2024 წლის  22 ნოემბერი

არასრული დოკუმენტაციით წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება.

დაინტერესებულმა პირებმა მოთხოვნილი დოკუმენტაცია გამოგზავნეთ ელ. ფოსტაზე  hr@equality.ge

პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ

ა(ა)იპ „თანასწორობის მოძრაობა“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, რეზიუმე, სერთიფიკატი და სხვა ნებისმიერი დოკუმენტაცია) არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქამებელთან ინახება 1 (ერთი) წლის ვადით.

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.