ვაკანსია: კომუნიკაციების მენეჯერი


აიიპთანასწორობის მოძრაობაფუნქციონირებს 2011 წლიდან, ორგანიზაციის საქმიანობის მიზანია ლგბტ თემისა და ქალების საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაცია, ჯანდაცვის სერვისების მიწოდება და არსებულ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა თემის წევრებისთვის, საზოგადოებაში არსებული ჰომოფობიისა და სექსიზმის აღმოფხვრა.

ორგანიზაცია აცხადებს ვაკანსიას კომუნიკაციების მენეჯერის პოზიციაზე

 

სამუშაო ადგილი: თბილისი

სამუშაო გრაფიკი: არასრული განაკვეთი (30%)

გამოსაცდელი ვადა: 3 თვე

სამუშაოს დაწყების თარიღი: 6 დეკემბერი, 2024

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • განათლება საზოგადოებასთან ურთიერთობის ან ჟურნალისტიკის მიმართულებით;
  • მედიასთან ურთიერთობის, კამპანიების დაგეგმვისა და განხორციელების მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
  • არასამთავრობო და ადამიანის უფლებების დაცვის სექტორში სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
  • ინგლისური ენის  მაღალ დონეზე ცოდნა (გამართულად მეტყველებისა და წერის უნარი

ფუნქციამოვალეობები

  • ქართულ და უცხოურ მედიებთან მუდმივი კავშირი და კომუნიკაცია;
  • ორგანიზაციის კომუნიკაციის სტრატეგიის შესაბამისად, კამპანიის დაგეგმვა და განხორციელება;
  • გრაფიკული დიზაინერისა და სოციალური მედიის მენეჯერის საქმიანობის კოორდინაცია;
  • ორგანიზაციის ვებგვერდის equality.ge მართვა;
  • სტატიების/ბლოგების რედაქტირება და საიტზე განთავსება;
  • ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ newsletter-ის მომზადება და დაინტერესებულ მხარეებთან დაგზავნა;
  • პროექტების წერაში მონაწილეობაკომუნიკაციის ნაწილის (კამპანიების და სხვა) ინდიკატორების, შინაარსის, გავრცელების არხების განსაზღვრაში მონაწილეობა;
  • საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა ღონისძიებების (სათემო, ჟურნალისტებისთვის თუ სხვა) ორგანიზებაში აქტიური ჩართულობა.

პიროვნული უნარჩვევები

  • ლგბტქ უფლებებისა და ქვეყანაში არსებული პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ ცოდნა და მაღალი მგრძნობელობა;
  • სამუშაოს დაგეგმვის, ორგანიზებისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირების უნარი;
  • ინფორმაციის/მონაცემთა ანალიზის უნარი;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • რეზიუმე;
  • სამოტივაციო წერილი;
  • ორი რეკომენდატორის ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია.

კონკურსის ეტაპები:

  • განცხადებების გადარჩევა;
  • გასაუბრება;

განცხადების მიღების ბოლო ვადა: 1 დეკემბერი

დაინტერესებულმა პირებმა მითითებული დოკუმენტაცია (CV, სამოტივაციო წერილი და ორი რეკომენდატორის შესახებ ინფორმაცია) გამოგზავნეთ ელ.ფოსტაზე:  hr@equality.ge და გთხოვთ, მეილის Subject ველში მიუთითოთ – “კომუნიკაციების მენეჯერი”.

არასრული დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.