ვაკანსია: სტრატეგიული ადვოკატირების ოფიცერი


აიიპ “თანასწორობის მოძრაობა” ფუნქციონირებს 2011 წლიდან, ორგანიზაციის საქმიანობის მიზანია ლგბტ თემისა და ქალების საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაცია, ჯანდაცვის სერვისების მიწოდება და არსებულ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა თემის წევრებისთვის, საზოგადოებაში არსებული ჰომოფობიისა და სექსიზმის აღმოფხვრა.

ორგანიზაცია აცხადებს ვაკანსიას ადვოკატირების ოფიცრის შესარჩევად

სამუშაო ადგილი: თბილისი

სამუშაო გრაფიკი: ნახევარი განაკვეთი (50%)

გამოსაცდელი ვადა: 3 თვე

სამუშაოს დაწყების თარიღი: 5 დეკემბერი, 2024

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება სამართალმცოდნეობის მიმართულებით;
  • პროფესიით მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

პირდაპირი ფუნქცია-მოვალეობები: 

ჰომოფობიური პოლიტიკური გარემო ლგბტ თემსა და აქტივისტებს ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს. ამის საპირწონედ, მნიშვნელოვანია, რომ “თანასწორობის მოძრაობას” ჰქონდეს უფრო მოქნილი სტრატეგია არსებულ გამოწვევებზე საპასუხოდ

  • ადვოკატირების სტრატეგიის დაგეგმვა და ადვოკატირების პროცესის ხელმძღვანელობა;
  • ადვოკატირებასთან და კომუნიკაციებთან დაკავშირებული აქტივობების დაგეგმავში მონაწილეობა;
  • ორგანიზაციის საჯარო განცხადებების შემუშავება;
  • ორგანიზაციის საკომუნიკაციო აქტივობების (შეხვედრები, საინფორმაციო მასალები) დაგეგმვაში მონაწილეობა და მონიტორინგი.

დამატებითი ფუნქცია მოვალეობები:

  • სხვა ლგბტ სათემო ორგანიზაციებთან კოორდინაციისთვის საერთო სამუშაო სივრცის/პლატფორმის შექმნაშიმ ონაწილეობა;
  • ლგბტ თემის ინდივიდუალური აქტივისტების გაძლიერება;
  • ლგბტ საკითხებზე მოქალაქეების ცნობიერების ამაღლების მიზნით ხილვადობის პოლიტიკის ეფექტური გზების თაობაზე დისკუსია;
  • ზემოაღნიშნული საკითხების გათვალისწინებით, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • ლგბტ+ საკითხებისადმი მგრძნობელობა;
  • ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის რწმენა;
  • სამუშაოს დაგეგმვის, ორგანიზებისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • ინფორმაციის/მონაცემთა ანალიზის უნარი;
  • გუნდურად მუშაობის უნარი

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  1. რეზიუმე;
  2. სამოტივაციო წერილი;
  3. ორი რეკომენდატორის ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია.

კონკურსის ეტაპები:

  • შემოსული განაცხადების/დოკუმენტების გადარჩევა;
  • გასაუბრება.

განცხადების მიღების ბოლო ვადა: 1 დეკემბერი

დაინტერესებულმა პირებმა მითითებული დოკუმენტაცია გამოგზავნეთ ელ.ფოსტაზე:  hr@equality.ge და გთხოვთ, მეილის Subject ველში მიუთითოთ – “ადვოკატირების ოფიცერი”.

არასრული დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.