დასრულებული კონკურსი ვიდეოგრაფ-მემონტაჟის შესარჩევად


არასამთავრობო ორგანიზაცია “თანასწორობის მოძრაობა” 2011 წლიდან აქტიურად მუშაობს კვლევითი, აკადემიური, ადვოკატირების და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიმართულებით. მისი მიზანია ლგბტქი+ თემის საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაცია, მათთვის ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და საზოგადოებაში არსებული ჰომოფობიური და სექსისტური განწყობების შემცირება. ორგანიზაცია სამიზნე აუდიტორიას სთავაზობს იურისტის, ფსიქოლოგის, სოციალური მუშაკის უფასო კონსულტაციებს. ასევე, აივ-ტესტის, სელფ-ტესტის, პრეპის და პეპის პროგრამებს.

ორგანიზაცია აცხადებს კონკურსს ვიდეოგრაფმემონტაჟის შესარჩევად

სამუშაოს აღწერა: ვიდეო რგოლის  გადაიღება და დაამონტაჟება. ვიდეორგოლის შინაარსსა და თემატიკას განსაზღვრავს “თანასწორობის მოძრაობა”.

სამუშაოს ხანგრძლივობა1 თვე, 20 ოქტომბერი – 20 ნოემბერი, 2024 წელი.

ანაზღაურება: 2500  ლარი, საშემოსავლო და საპენსიო გადასახადების  ჩათვლით.

აუცილებელი მოთხოვნები

  • სამონტაჟო პროგრამების ცოდნა (უმჯობესია ფლობდეს Adobe Premier Pro 2024ს).
  • ვიდეო გადაღების მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.
  • ლგბტქი+ საკითხებისადმი მაღალი მგრძნობელობა.
  • სამუშაო გამოცდილება

პიროვნული უნარჩვევები

  • სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვისა და გუნდურად მუშაობის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი.

კონკურსის ეტაპები:

  • განცხადებების გადარჩევა;
  • გასაუბრება.

განცხადების მიღების ბოლო ვადა: 2024 წლის 15 სექტემბერი

არასრული დოკუმენტაციით წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება.

 

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV და ბოლო ორი წლის განმავლობაში მომზადებული ვიდეო მასალა ან პორტფოლიო შემდეგ მისამართზე: hr@equality.ge სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ კონკურსის დასახელება „ვიდეოგრაფ-მემონტაჟე“ წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ

ა(ა)იპ „თანასწორობის მოძრაობა“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, რეზიუმე, სერთიფიკატი და სხვა ნებისმიერი დოკუმენტაცია) არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქამებელთან ინახება 1 (ერთი) წლის ვადით.

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.