არასამთავრობო ორგანიზაცია “თანასწორობის მოძრაობა” 2011 წლიდან აქტიურად მუშაობს კვლევითი, აკადემიური, ადვოკატირების და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიმართულებით. მისი მიზანია ლგბტქი+ თემის საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაცია, მათთვის ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და საზოგადოებაში არსებული ჰომოფობიური და სექსისტური განწყობების შემცირება. ორგანიზაცია სამიზნე აუდიტორიას სთავაზობს იურისტის, ფსიქოლოგის, სოციალური მუშაკის უფასო კონსულტაციებს. ასევე, აივ-ტესტის, სელფ-ტესტის, პრეპის და პეპის პროგრამებს.
ორგანიზაცია აცხადებს კონკურსს ჟურნალისტის შესარჩევად.
სამუშაოს აღწერა: ჟურნალისტი გენდერის კონსულტანტთან თანამშრომლობით დაამუშავებს ტექსტუალურ და მასალას ქვიარ და ფემინისტურ მოძრაობებსა და აქტორებზე საქართველოში, მოიძიებს მათი მედია გაშუქრების მაგალითებს და რეპორტიორის სახით ჩაწერს განმარტებითი ჟურნალიზმის ვიდეოს.
სამუშაოს ხანგრძლივობა: 1 თვე, 1 ოქტომბერი – 31 ოქტომბერი, 2024 წელი.
სამუშაოს შესრულების ანაზღაურება: 2000 ლარი (საშემოსავლო და საპენსიო გადასახადების ჩათვლით).
აუცილებელი მოთხოვნები:
- გამართული მეტყველების უნარი და კამერასთან მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია განმარტებითი ჟურნალისტიკის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
- ინფორმაციის მოპოვებისა და გამართულად წერის/საუბრის უნარი.
პიროვნული უნარ–ჩვევები:
- ლგბტქი+ თემის მიმართ მაღალი მგრძნობელობა;
- სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვისა და გუნდურად მუშაობის უნარი;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი.
კონკურსის ეტაპები:
- განცხადებების გადარჩევა;
- გასაუბრება.
განაცხადის მიღების ბოლო ვადა : 2024 წლის 26 სექტემბერი, 12:00 სთ.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV და ბოლო ორი წლის განმავლობაში მომზადებული მასალა მისამართზე: hr@equality.ge სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ კონკურსის დასახელება „ჟურნალისტი“ წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.
პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ:
ა(ა)იპ „თანასწორობის მოძრაობა“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, რეზიუმე, სერთიფიკატი და სხვა ნებისმიერი დოკუმენტაცია) არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქამებელთან ინახება 1 (ერთი) წლის ვადით.
გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.