დასრულებული კონკურსი ექსპერტის შესარჩევად


არასამთავრობო ორგანიზაციათანასწორობის მოძრაობა” 2011 წლიდან აქტიურად მუშაობს კვლევითი, აკადემიური, ადვოკატირების და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიმართულებით. მისი მიზანია ლგბტქი+ თემის საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაცია, მათთვის ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და საზოგადოებაში არსებული ჰომოფობიური და სექსისტური განწყობების შემცირება. ორგანიზაცია სამიზნე აუდიტორიას სთავაზობს იურისტის, ფსიქოლოგის, სოციალური მუშაკის უფასო კონსულტაციებს. ასევე, აივტესტის, სელფტესტის, პრეპის და პეპის პროგრამებს.

ორგანიზაცია აცხადებს კონკურსს კონსულტანტის შესარჩევად, გენდერის საკითხებში

სამუშაოს აღწერა: გენდერის სპეციალისტმა უნდა მოამზადოს განმარტებითი ჟურნალისტიკის ტიპის ვიდეოსთვის ტექსტუალური მასალა საქართველოს ისტორიაში არსებული ქვიარ და ფემინისტური მოძრაობების შესახებ. ჟურნალისტთან თანამშრომლობით შეიმუშაოს აქტივიზმის განვითარების ქრონოლოგიური ნარატივი და მოიძიოს  რელევანტურფოტო/ვიდეო მასალა.

სამუშაოს ხანგრძლივობა1 თვე, 20 სექტემბერი – 20 ოქტომბერი, 2024 წელი.

სამუშაოს შესრულების ანაზღაურება: 3300  ლარი (საშემოსავლო და საპენსიო გადასახადების ჩათვლით)

აუცილებელი მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებებში (უპირატესობა მიენიჭება გენდერის კვლევის მიმართულებით განათლებას);
  • გენდერთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება (სასურველია მკვლევრის ან/და ანალიტიკოსის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება);
  • საოფისე პროგრამების ცოდნა

პიროვნული უნარჩვევები

  • ლგბტქი+ თემის მიმართ მაღალი მგრძნობელობა;
  • სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვისა და გუნდურად მუშაობის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი.

კონკურსის ეტაპები:

  • განცხადებების გადარჩევა;
  • გასაუბრება.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა : 2024 წლის 17 სექტემბერი.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV და ბოლო ორი წლის განმავლობაში მომზადებული ან/და გამოქვეყნებული ნაშრომი (სტატია, ბლოგი, კვლევა ან სხვა პუბლიკაციაშემდეგ მისამართზეhr@equality.ge სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ კონკურსის დასახელებაგენდერის კონსულტანტიწინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ

()იპთანასწორობის მოძრაობამადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, რეზიუმე, სერთიფიკატი და სხვა ნებისმიერი დოკუმენტაცია) არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქამებელთან ინახება 1 (ერთი) წლის ვადით.

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.