არასამთავრობო ორგანიზაცია (არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი “თანასწორობის მოძრაობა” 2011 წლიდან აქტიურად მუშაობს კვლევითი, აკადემიური, ადვოკატირების და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიმართულებით. მისი მიზანია ლგბტქ+ თემის საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაცია, მათთვის ჯანმრთელობისა და სოციალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და საზოგადოებაში არსებული ჰომოფობიური და სექსისტური განწყობების შემცირება. ორგანიზაცია სამიზნე აუდიტორიას სთავაზობს სხვადასხვა დარგის ექიმი სპეციალისტის კონსულტაციის, სოციალური მუშაკის, ფსიქოკონსულტაციისა და ფსიქოთერაპიის, იურისტის, უფასო სერვისებს. ასევე, ნებაყოფლობითი კონსულტაციისა და ტესტირების სერვისს აივ ინფექციაზე და სქესობრივი გზით გადამდებ სხვა ინფექციებზე (სიფილისი, ვირუსული ჰეპატიტები (B და C), აივ-ის პრევენციულ სერვისებს, მათ შორის, აივ-ის თვით-ტესტისა და პრევენცილი საშუალებების ნაკრების საცხოვრებელ მისამართზე უკონტაქტო მიწოდების სერვისს და აივ-ის ექსპოზიციის წინა პროფილაქტიკის (PrEP) პროგრამის სერვისს.
ორგანიზაცია აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერის პოზიციაზე ქალაქ თბილისში.
სამუშაო ადგილი: 1
სამუშაო გრაფიკი: სრული/არასრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
მუშაობის დაწყების პერიოდი: ოქტომბერი, 2024
ანაზღაურება: გამოითვლება კანდიდატის გამოცდილებიდან და შეთანხმებული სამუშაო დატვირთვიდან გამომდინარე. 100%-იანი დატვირთვის შემთხვევაში – 2077.99 ლარიდან (დარიცხული).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების, ბუღლატერიის, ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
- საბუღალტრო პროგრამების ცოდნა;
- საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
- ბუღალტერიის საერთაშოსო სტანდარტების ცოდნა;
- Microsoft Office-ის პროგრამების, განსაკუთრებით, Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
- ბუღალტერის პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
- არასამთავრობო სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
ფუნქცია-მოვალეობები:
- ფინანსური მენეჯერის დავალებით, ინტერნეტ ბანკში საბანკო ტრანზაქციების (საგადახდო დავალება) მომზადება, შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე, რომელსაც დაადასტურებს აღმასრულებელი დირექტორი და ფინანსური მენეჯერი;
- დეკლარაციების მომზადება საქართველოს კანონმდებლობისა და ორგანიზაციის შიდა სტანდარტების შესაბამისად;
- საბუღალტრო პროგრამებში მუშაობა (ORIS), ინფორმაციის ასახვა და მონაცემთა დამუშავება;
- ორგანიზაციის ბალანსზე არსებული ძირითადი საშუალებების და სახარჯი მასალების ინვენტარიზაცია/აღწერის პროცესში მონაწილეობა და შესაბამისი ინფორმაციის დამუშავება და ასახვა ორგანიზაციის შიდა დოკუმენტებში;
- ფინანსური მენეჯერის დავალებით, სამუშაო პოზიციასთან დაკავშირებული სამუშაოს შესრულება.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- მაღალი მგრძნობელობა ლგბტქ+ თემის უფლებებისა და თემატიკის მიმართ;
- სამუშაოს დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირების უნარი;
- ინფორმაციის/მონაცემთა ანალიზის უნარი;
- გუნდურად მუშაობის უნარი.
კონკურსის ეტაპები:
- განცხადებების მიღება – 16.09.2024 -ის ჩათვლით (23:59 საათი);
- განცხადებების გადარჩევა და შერჩეული კანდიდატების კონკურსის მეორე ეტაპზე (გასაუბრებებზე) მოწვევა;
- გასაუბრება ;
- პროფესიული ტესტირება;
- საბოლოო გადაწყვეტილების შეტყობინება.
შეგახსენებთ, განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 16 სექტმებერი, 2024 წელი (23:59 საათი).
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@equality.ge
სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება “ბუღალტერი”, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.
პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ:
ა(ა)იპ „თანასწორობის მოძრაობა“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, რეზიუმე, სერთიფიკატი და სხვა ნებისმიერი დოკუმენტაცია) არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქამებელთან ინახება 1 (ერთი) წლის ვადით.
გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.