დასარასამთავრობო ორგანიზაცია (არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი “თანასწორობის მოძრაობა” 2011 წლიდან აქტიურად მუშაობს კვლევითი, აკადემიური, ადვოკატირების და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიმართულებით. მისი მიზანია ლგბტქ+ თემის საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაცია, მათთვის ჯანმრთელობისა და სოციალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და საზოგადოებაში არსებული ჰომოფობიური და სექსისტური განწყობების შემცირება. ორგანიზაცია სამიზნე აუდიტორიას სთავაზობს სხვადასხვა დარგის ექიმი სპეციალისტის კონსულტაციის, სოციალური მუშაკის, ფსიქოკონსულტაციისა და ფსიქოთერაპიის, იურისტის, უფასო სერვისებს. ასევე, ნებაყოფლობითი კონსულტაციისა და ტესტირების სერვისს აივ ინფექციაზე და სქესობრივი გზით გადამდებ სხვა ინფექციებზე (სიფილისი, ვირუსული ჰეპატიტები (B და C), აივ-ის პრევენციულ სერვისებს, მათ შორის, აივ-ის თვით-ტესტისა და პრევენცილი საშუალებების ნაკრების საცხოვრებელ მისამართზე უკონტაქტო მიწოდების სერვისს და აივ-ის ექსპოზიციის წინა პროფილაქტიკის (PrEP) პროგრამის სერვისს.
ორგანიზაცია აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე ქალაქ თბილისში.
სამუშაო ადგილი: 1
სამუშაო გრაფიკი: სრული/არასრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
მუშაობის დაწყების პერიოდი: ოქტომბერი, 2024
ანაზღაურება: გამოითვლება კანდიდატის გამოცდილებიდან და შეთანხმებული სამუშაო დატვირთვიდან გამომდინარე. 100%-იანი დატვირთვის შემთხვევაში – 2597.49 ლარიდან (დარიცხული).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების, ბუღლატერიის, ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
- საბუღალტრო პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
- საქართველოს საგადასახადო კოდექსის მარალ დონეზე ცოდნა;
- ბუღალტერიის საერთაშოსო სტანდარტების მაღალ დონეზე ცოდნა;
- Microsoft Office-ის პროგრამების, განსაკუთრებით, Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
- ფინანსური მენეჯერის ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
- არასამთავრობო სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (გამართული ვერბალური და წერითი უნარ-ჩვევები).
ფუნქცია-მოვალეობები:
- პროექტების ბიუჯეტების შექმნა;
- პროგრამების ბიუჯეტების შექმნა (პროექტული ბიუჯეტების საფუძველზე);
- ორგანიზაციული ბიუჯეტის შექმნა (პროგრამული ბიუჯეტების საფუძველზე, ორგანიზაციის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესაბამისად);
- დონორთან და ორგანიზაციის ხელმძღვანელ რგოლთან (აღმასრულებელი დირექტორი, გამგეობა) ანგარიშგება;
- დონორთან/შემსყიდველთან ანგარიშგება (შესაბამის ფორმებში საანგარიშო ფინანსური დოკუმენტების მომზადება პროექტის მოთხოვნების შესაბამისად);
- ორგანიზაციის ფინანსური რესურსების კონტროლი, შესაბამისი უკუკავშირი ხელმძღვანელ რგოლთან და საჭიროების შემთხვევაში, ფონდების მოძიების სპეციალისტების გუნდთან;
- ფინანსური ინფორმაციის/მონაცემების დამუშავება შესაბამის საბუღალტრო პროგრამებში;
- დაქვემდებარებული თანამშრომლის/თანამშრომლების (ბუღალტერი) საქმიანობის დაგეგმვა, იმპლემენტაცია, სამუშაოს მიმდინარეობის და შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი და შეფასება.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- მაღალი მგრძნობელობა ლგბტქ+ თემის უფლებებისა და თემატიკის მიმართ;
- სამუშაოს დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირების უნარი;
- ინფორმაციის/მონაცემთა ანალიზის უნარი;
- გუნდურად მუშაობის უნარი.
კონკურსის ეტაპები:
- განცხადებების მიღება – 16. 09.2024 -ის ჩათვლით (23:59 საათი);
- განცხადებების გადარჩევა და შერჩეული კანდიდატების კონკურსის მეორე ეტაპზე (გასაუბრებებზე) მოწვევა – 13.09.2023;
- გასაუბრება;
- ტესტირება;
- საბოლოო გადაწყვეტილების შეტყობინება.
შეგახსენებთ, განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 16 სექტემბერი, 2024 წელი (23:59 საათი).
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@equality.ge
სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება “ფინანსური მენეჯერი”, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.
პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ:
ა(ა)იპ „თანასწორობის მოძრაობა“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, რეზიუმე, სერთიფიკატი და სხვა ნებისმიერი დოკუმენტაცია) არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქამებელთან ინახება 1 (ერთი) წლის ვადით.
გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.