“თანასწორობის მოძრაობა” ლგბტქ თემის წევრებს, მათ პარტნიორებსა და ოჯახის წევრებს სთავაზობს უფასო წყვილებისა და ოჯახურ ფსიქოთერაპიას.
Სერვისი განკუთვნილია:
- ლგბტქ თემის წევრებისთვის და მათი რომანტიკული პარტნიორებისთვის;
- ლგბტქ თემის წევრებისთვის და მათი სექსუალური პარტნიორებისთვის;
- ღია ან დახურულ ურთიერთობაში მყოფი ლგბტქ თემის წევრი წყვილებისთვის;
- ლგბტქ თემის წევრებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის.
თერაპიის მიზანია ოჯახის წევრების ან/და წყვილების ერთმანეთთან ურთიერთობის გაჯანსაღება, კომუნიკაციის სირთულეების გადაჭრაზე მუშაობა, ერთმანეთის ემოციების პატივისცემა და მიღება, კონფლიქტის გადაჭრის კონსტრუქციული გზების მოძიება, ერთმანეთის აზრების, დამოკიდებულებების გაზიარება.
თერაპია ხელს შეუწყობს თქვენს და თქვენს პარტნიორს შორის, თქვენსა და თქვენი ოჯახის წევრს შორის ჯანსაღ ურთიერთობას.
თერაპიის კურსის გასავლელად, გთხოვთ, შეავსოთ მოთხოვნის ფორმა. ფორმის შევსების შემდგომ დაგიკავშირდებათ ჩვენი სოციალური მუშაკი შემდგომი კონსულტაციისთვის.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. ამასთან, ფორმა შეავსოს ოჯახის წევრებიდან/პარტნიორებიდან ერთ-ერთმა.