არასამთავრობო ორგანიზაცია “თანასწორობის მოძრაობა” 2011 წლიდან აქტიურად მუშაობს კვლევითი, აკადემიური, ადვოკატირების და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიმართულებით. მისი მიზანია ლგბტქ+ თემის საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაცია, მათთვის ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და საზოგადოებაში არსებული ჰომოფობიური და სექსისტური განწყობების შემცირება. ორგანიზაცია სამიზნე აუდიტორიას სთავაზობს იურისტის, ფსიქოლოგის, სოციალური მუშაკის უფასო კონსულტაციებს. ასევე, აივ-ტესტის, სელფ-ტესტის, პრეპის და პეპის პროგრამებს.
ორგანიზაცია აცხადებს ვაკანსიას პროექტის მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:
- პროექტის მართვა, პროექტით გათვალისწინებული აქტივობების დაგეგმვა, ჩატარების კოორდინაცია და განხორციელებული აქტივობების მონიტორინგი
- პროექტის ფარგლებში არსებული კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება;
- დონორთან ურთიერთობა: თვიური ანგარიშგება დონორთან შეთანხმებული ფორმის მიხედვით, სატენდერო შესყიდვებში მონაწილეობა, დონორთან ურთიერთობისას ლგბტქი თემის ინტერესების წარმოდგენა, პარტნიორებთან ურთიერთობა;
- პროექტის ფარგლებში დასაქმებული ადამიანური რესურსების მართვა.
საჭირო კვალიფიკაცია და გამოცდილება:
- ლგბტქი ადამიანების საჭიროებების ცოდნის მაღალი ხარისხი;
- პროექტისა და ადამინური რესურსების მართვის გამოცდილება;
- გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი ქართულ და ინგლისურ ენებზე ;
- დონორებთან ურთიერთობის გამოცდილება;
- პროექტების და პროგრამების შემუშავების/წერის გამოცდილება, მათ შორის სატენდერო შესყიდვებში მონაწილეობის გამოცდილება;
- სრულყოფილი პრეზენტაციის, მოლაპარაკებისა და კომუნიკაციის უნარ-ჩვევები;
- არითმეტიკული უნარ-ჩვევები და ცხრილებში მუშაობის გამოცდილება, ბიუჯეტის შედგენისა და ხარჯების მონიტორინგის შესაძლებლობა;
- ორგანიზებულობა, დროის მენეჯმენტისა და პრიორიტეტების სწორად დასახვის უნარი;
- კონფლიქტების მართვის უნარი.
სამუშაო ადგილი: თბილისი
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ლგბტქ უფბლებებისა და ქვეყანაში არსებული პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ ცოდნა და მაღალი მგრძნობელობა;
- სამუშაოს დაგეგმვის, ორგანიზებისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირების უნარი;
- ინფორმაციის/მონაცემთა ანალიზის უნარი;
- გუნდურად მუშაობის უნარი.
კონკურსის ეტაპები:
- განცხადებების გადარჩევა;
- გასაუბრება.
პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ:
ა(ა)იპ „თანასწორობის მოძრაობა“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, რეზიუმე, სერთიფიკატი და სხვა ნებისმიერი დოკუმენტაცია) არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქამებელთან ინახება 1 (ერთი) წლის ვადით.
გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.