დასრულებული ვაკანსია: პროექტის ასისტენტი


დასრ არასამთავრობო ორგანიზაცია “თანასწორობის მოძრაობა” 2011 წლიდან აქტიურად მუშაობს კვლევითი, აკადემიური, ადვოკატირების და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიმართულებით. მისი მიზანია ლგბტქ+ თემის საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაცია, მათთვის ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და საზოგადოებაში არსებული ჰომოფობიური და სექსისტური განწყობების შემცირება. ორგანიზაცია სამიზნე აუდიტორიას სთავაზობს იურისტის, ფსიქოლოგის, სოციალური მუშაკის უფასო კონსულტაციებს. ასევე, აივ-ტესტის, სელფ-ტესტის, პრეპის და პეპის პროგრამებს.

ორგანიზაცია  აცხადებს ვაკანსიას  როექტის ასისტენტის პოზიციაზე.

   სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი

   გამოსაცდელი ვადა: 3 თვე

   მუშაობის დაწყების პერიოდი: აგვისტო, 2024

საჭირო კვალიფიკაცია და გამოცდილება:

  • ლგბტქი ადამიანების საჭიროებების ცოდნის მაღალი ხარისხი;
  • გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი ქართულ და ინგლისურ ენებზე ;
  • დონორებთან ურთიერთობის გამოცდილება;
  • სრულყოფილი პრეზენტაციის, მოლაპარაკებისა და კომუნიკაციის უნარ-ჩვევები;
  • ორგანიზებულობა, დროის მენეჯმენტისა და პრიორიტეტების სწორად დასახვის უნარი;
  • კონფლიქტების მართვის უნარი;
  • ასისტენტის ან მსგავსი ფუნქციების შესრულების გამოცდილება;
  • სავალდებულია MC office პროგრამების (Word; Excel; PowerPoint) საშუალო დონეზე ცოდნა.

   ფუნქცია-მოვალეობები:

  • პროექტის მენეჯერის დავალებით, პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების ორგანიზებასა და განხორციელებაში აქტიური ჩართულობა;
  • განხორციელებული აქტივობების ფინანსური დოკუმენტების მოწესრიგება და პროგრამის კოორდინატორთან ანგარიშგება;
  • ყოველთვიური საანგარიშგებო დოკუმენტების მომზადება და პროგრამის კოორდინატორთან ანგარიშგება;
  • პროექტის მიმდინარეობის შეფასებასა და მონიტორინგში აქტიური ჩართულობა.
  • პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • ლგბტქი უფბლებებისა და ქვეყანაში არსებული პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ ცოდნა და მაღალი მგრძნობელობა;
  • სამუშაოს დაგეგმვის, ორგანიზებისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირების უნარი;
  • ინფორმაციის მონაცემთა ანალიზის უნარი;
  • გუნდურად მუშაობის უნარი.

  კონკურსის ეტაპები:

  • განცხადებების გადარჩევა;
  • გასაუბრება.

  განცხადების მიღების ბოლო ვადა: 15.08.2024

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@equality.ge სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება “პროექტის ასისტენტი“ წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ

ა(ა)იპ „თანასწორობის მოძრაობა“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, რეზიუმე, სერთიფიკატი და სხვა ნებისმიერი დოკუმენტაცია) არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქამებელთან ინახება 1 (ერთი) წლის ვადით.

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.