დასრულებული ვაკანსია: სათემო ოფიცერი (ქუთაისი)


არასამთავრობო ორგანიზაცია “თანასწორობის მოძრაობა” 2011 წლიდან აქტიურად მუშაობს კვლევითი, აკადემიური, ადვოკატირების და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიმართულებით. მისი მიზანია ლგბტქ თემის საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაცია, მათთვის ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და საზოგადოებაში არსებული ჰომოფობიური და სექსისტური განწყობების შემცირება. ორგანიზაცია სამიზნე აუდიტორიას სთავაზობს იურისტის, ფსიქოლოგის, სოციალური მუშაკის უფასო კონსულტაციებს. ასევე, აივ-ტესტის, სელფ-ტესტის, პრეპის და პეპის პროგრამებს.

 

ორგანიზაცია აცხადებს ვაკანსიას სათემო ოფიცერის პოზიციაზე, ქ. ქუთაისში

სამუშაო ადგილი: 1

სამუშაო გრაფიკი: არასრული განაკვეთი (დასაქმებული იმუშავებს ონლაინ)

გამოსაცდელი ვადა: 3 თვე

მუშაობის დაწყების პერიოდი: სექტემბერი, 2024

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • ადგილობრივ თემის წევრებთან ურთიერთობის გამოცდილება, მათთან საკომუნიკაციო სივრცეების ცოდნა (როგორც ველზე, ასევე ონლაინ პლატფორმებზე)
  • სასურველია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

ფუნქცია-მოვალეობები

  • ბენეფიციარების მოძიება და მათთან კომუნიკაციის დამყარება ველზე ან/და სხვადასხვა ონლაინ პლატფორმის საშუალებით;
  • ბენეფიციარების კონსულტირება და პირველადი ტესტირება აივ ინფექცია/შიდსსა და სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებზე;
  • ბენეფიციარებისთვის მინიმალური პრევენციული პაკეტის მნიშვნელობის შესახებ ინფორმირება (კონდომები, ლუბრიკანტები);
  • GLOVO-ს საკურიერო მომსახურების მეშვეობით, ბენეფიციარებისთვის საპრევენციო საშუალებების მიწოდება;
  • ბენეფიციარის პრე-ექსპოზიციურ პროფილაქტიკაში (PrEP) ჩართვა;
  • მონაცემთა ბაზის მუდმივი დამუშავება/განახლება, როგორც ორგანიზაციის ასევე, სახელმწიფო პორტალზე;
  • დასაქმებულისთვის გადაცემული პრევენციული საშუალებების მარაგების მართვა და ხელმძღვანელის მუდმივი ინფორმირება, არსებული მარაგებისა და საჭიროებების შესახებ;
  • შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშგება პროექტის კოორდინატორთან.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • მაღალი მგრძნობელობა ლგბტქ+ თემის უფლებებისა და თემატიკის მიმართ;
  • სამუშაოს დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირების უნარი;
  • ინფორმაციის/მონაცემთა ანალიზის უნარი;
  • გუნდურად მუშაობის უნარი.

კონკურსის ეტაპები:

  • განცხადებების გადარჩევა;
  • გასაუბრება.

განცხადების მიღების ბოლო ვადა: 20 აგვისტო, 2024 წელი

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@equality.ge  სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „სათემო ოფიცერი – ქუთაისი“ წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ

ა(ა)იპ „თანასწორობის მოძრაობა“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, რეზიუმე, სერთიფიკატი და სხვა ნებისმიერი დოკუმენტაცია) არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქამებელთან ინახება 1 (ერთი) წლის ვადით.

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.