დასრულებული: ადვოკატირებისა და სტრატეგიული კომუნიკაციების ექსპერტი


არასამთავრობო ორგანიზაცია “თანასწორობის მოძრაობა” 2011 წლიდან აქტიურად მუშაობს კვლევითი, აკადემიური, ადვოკატირების და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიმართულებით. მისი მიზანია ლგბტქ+ თემის საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაცია, მათთვის ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და საზოგადოებაში არსებული ჰომოფობიური და სექსისტური განწყობების შემცირება. ორგანიზაცია სამიზნე აუდიტორიას სთავაზობს იურისტის, ფსიქოლოგის, სოციალური მუშაკის უფასო კონსულტაციებს. ასევე, აივ-ტესტის, სელფ-ტესტის, პრეპის და პეპის პროგრამებს.

ორგანიზაცია აცხადებს კონკურსს ადვოკატირების და სტრატეგიული კომუნიკაციების ექსპერტის შესარჩევად.

მუშაობის დაწყების თარიღი: 01.08.2024

მუშაობის დასრულების თარიღი: 31.12.2024

ხანგრძივობა: 5 თვე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

მოთხოვნები:

  • მაგისტრის აკადემიური ხარისხი სოციალურ მეცნიერებებში;
  • სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავების გამოცდილება;
  • საერთაშორისო ან/და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებში სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ლგბტქ+ საკითხებისადმი მაღალი მგრძნობელობა;
  • ინგლისური ენის ცოდნა (B2).

ფუნქცია-მოვალეობები

  • ადვოკატირების სტრატეგიის დაგეგმვა და ადვოკატირების პროცესის ხელმძღვანელობა;
  • ადვოკატირებასთან და კომუნიკაციებთან დაკავშირებული აქტივობების დაგეგმავში მონაწილეობა;
  • ორგანიზაციის საჯარო განცხადებების შემუშავება;
  • ორგანიზაციის საკომუნიკაციო აქტივობების (შეხვედრები, საინფორმაციო მასალები) დაგეგმვაში მონაწილეობა და მონიტორინგი.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • ლგბტქ უფბლებებისა და ქვეყანაში არსებული პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ ცოდნა და მაღალი მგრძნობელობა;
  • სამუშაოს დაგეგმვის, ორგანიზებისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირების უნარი;
  • ინფორმაციის/მონაცემთა ანალიზის უნარი;
  • გუნდურად მუშაობის უნარი.

კონკურსის ეტაპები:

  • განცხადებების გადარჩევა;
  • გასაუბრება;

განცხადების მიღების ბოლო ვადა: 18 ივლისი 2024 წელი

დასრულებული

 

პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ: 

ა(ა)იპ „თანასწორობის მოძრაობა“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, რეზიუმე, სერთიფიკატი და სხვა ნებისმიერი დოკუმენტაცია) არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქამებელთან ინახება 1 (ერთი) წლის ვადით.

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.