არასამთავრობო ორგანიზაცია “თანასწორობის მოძრაობა” 2011 წლიდან აქტიურად მუშაობს კვლევითი, აკადემიური, ადვოკატირების და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიმართულებით. მისი მიზანია ლგბტქ+ თემის საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაცია, მათთვის ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და საზოგადოებაში არსებული ჰომოფობიური და სექსისტური განწყობების შემცირება. ორგანიზაცია სამიზნე აუდიტორიას სთავაზობს იურისტის, ფსიქოლოგის, სოციალური მუშაკის უფასო კონსულტაციებს. ასევე, აივ-ტესტის, სელფ-ტესტის, პრეპის და პეპის პროგრამებს.
ორგანიზაცია აცხადებს კონკურსს ტრენერის შესარჩევად
ტრენინგის თემა და სამიზნე ჯგუფი: ტრენინგის თემა ლგბტქ+ საკითხების გაშუქება და მედიის სენსიტიზაციაა, ხოლო ტრენინგის სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენენ მედია საშუალებების წარმომადგენლები. ტრენინგის მიზანია მედიის წარმომადგენლების პროფესიული და ეთიკური სტანდარტების ამაღლება ლგბტქ+ საკითხების გაშუქებასთან დაკავშირებით.
სამუშაოს აღწერა: ორგანიზაცია ტრენერს სთავაზობს წინასწარ შემუშავებულ ტრენინგ მოდულს, რომლის გამოყენებითაც ტრენერმა უნდა ჩაატაროს 2-3 დღიანი ტრენინგი.
(ტრენინგის ჩატარება შესაძლებელია როგორც ონლაინ ასევე რეალურ სივრცეში).
ტრენინგის ჩატარების ვადები:
ტრენინგი დაგეგმილია 2024 წლის 22-დან 28 ივნისის ასევე 15-25 აგვისტოს შუალედში.
აუცილებელი მოთხოვნები:
- ლგბტქი საკითხებისადმი მაღალი მგრძნობელობა;
- მსგავსი ტიპის სამუშაო შეხვედრების წარმართვის გამოცდილება;
- ტრენინგების მომზადებისა და ჩატარების გამოცდილება (სასურველია მედია სფეროში);
- მედია-ეთიკის და პროფესიული სტანდარტების ცოდნა.
კონკურსის ეტაპები:
განცხადებების გადარჩევა;
გასაუბრება.
განცხადების მიღების ბოლო ვადა: 2024 წლის 17 ივნისი
დასრულებული
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომელთა რეზიუმე დააკმაყოფილებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ
ააიპ „თანასწორობის მოძრაობა“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, რეზიუმე, სერთიფიკატი და სხვა ნებისმიერი დოკუმენტაცია) არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქამებელთან ინახება 1 (ერთი) წლის ვადით.
გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.