არასამთავრობო ორგანიზაცია “თანასწორობის მოძრაობა” 2011 წლიდან აქტიურად მუშაობს კვლევითი, აკადემიური, ადვოკატირების და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიმართულებით. მისი მიზანია ლგბტქ+ თემის საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაცია, მათთვის ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და საზოგადოებაში არსებული ჰომოფობიური და სექსისტური განწყობების შემცირება. ორგანიზაცია სამიზნე აუდიტორიას სთავაზობს იურისტის, ფსიქოლოგის, სოციალური მუშაკის უფასო კონსულტაციებს. ასევე, აივ-ტესტის, სელფ-ტესტის, პრეპის და პეპის პროგრამებს.
ორგანიზაცია აცხადებს კონკურსს ექსპერტის შესარჩევად, რომელიც შეიმუშავებს შიდაორგანიზაციულ ეთიკის კოდექსს, სერვისის მიმწოდებლებისთვისა და ბენეფიციარებისთვის.
სამუშაოს აღწერილობა:
ორგანიზაციაში დასაქმებულ სერვისის მიმწოდებლებთან კოორდინაციით, ექსპერტმა უნდა შეიმუშავოს ეთიკის კოდექსი სერვისის მიმწოდებლებისთვის (იურისტი, სოციალური მუშაკი, აუთრიჩ მუშაკი, ექიმი, ექთანი, VCT კონსულტანტი) და ბენეფიციარებისთვის. ამასთან, გაწეროს კოდექსის იმპლემენტაციის გეგმა.
მოვალეობები:
- ორგანიზაციაში დასაქმებულ სერვისის მიმოწდებლებთან კონსულტაციების გამართვა და ეთიკასთან დაკავშირებული გამოწვევებისა და საჭიროებების შესწავლა;
- სერვისით მოსარგებლებთან ერთი ფოკუს-ჯგუფის წარმართვა და ეთიკასთან დაკავშირებული გამოწვევებისა და საჭიროებების შესწავლა;
- ეთიკის კოდექსის შემუშავება;
- იმპლემენტაციური გეგმის შემუშავება.
მოთხოვნები:
- მაგისტრის ხარისხი სამართლის, სოციალური მუშაობის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ან/და მომიჯნავე/რელევანტურ დარგში;
- თვისებრივი კვლევის ჩატარების გამოცდილება;
- სამართლებრივი დოკუმენტების შემუშავების გამოცდილება;
- გენდერული თანასწორობის საკითხებისადმი მაღალი მგრძნობელობა და ლგბტქ+ საკითხების ცოდნა;
- კანონების: ”პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“, „პაციენტის უფლებების შესახებ“, „აივ ინფექცია/შიდსის შესახებ“(და ორგანიზაციის სერვისებისთვის რელევანტური კანონმდებლობის ცოდნა).
კონკურსის ეტაპები:
- განცხადებების გადარჩევა;
- გასაუბრება.
განცხადების მიღების ბოლო ვადა: 2024 წლის 12 ივლისი
დასრულებული
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომელთა რეზიუმე დააკმაყოფილებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
ააიპ „თანასწორობის მოძრაობა“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, რეზიუმე, სერთიფიკატი და სხვა ნებისმიერი დოკუმენტაცია) არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქამებელთან ინახება 1 (ერთი) წლის ვადით.
გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.