დღეიდან PrEP/არვ მომხმარებლებისთვის სეზონური გრიპის ვაქცინით აცრა უფასო იქნება.
რა ვაქცინით მიმდინარეობს აცრა?
ვაქცინაცია წარმოებს Abbott Biologicals B.V.-ის ოთხკომპონენტიანი ვაქცინით, რომელიც ერთ-ერთია WHO-ს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის და მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე.
გვერდითი ეფექტები
სეზონური გრიპის აცრის შემდგომ შესაძლოა აღინიშნოს უმნიშვნელო თავის ტკივილი, ოფლიანობის მომატება, ცხელება, ზოგადი სისუსტე, დაღლილობის განცდა — თითოეული შესაძლო გვერდითი ეფექტი მაქსიმუმ ორ დღეში გაივლის ყოველგვარი დამატებითი ჩარევის გარეშე. ასევე შესაძლოა განვითარდეს ადგილობრივი ალერგიული რეაქცია:ინექციის ადგილას სიწითლე, ტკივილი, შესიება. უმრავლეს შემთხვევაში ინფლუვაკს გავლენა არ აქვს ავტომობილის მართვისას მძღოლის რეაქციაზე. ძალზე იშვიათ შემთხვევებში მოსალოდნელია რეაქციის უმნიშვნელო შენელება.
როდის არ შეიძლება გრიპის აცრის გაკეთება?
გრიპის აცრა არ კეთდება იმ შეთხვევაში, თუ მის შემადგენელ კომპონენტებზე ადამიანს ალერგიული რეაქცია აქვს. ვაქცინაცია არ კეთდება მწვავე ინფექციური დაავადებებისა და სხეულის მაღალი ტემპერატურის არსებობის პირობებში
უსაფრთხოა თუ არა აცრის გაკეთება?
გრიპის აცრა სრულიად უსაფრთხოა! მის მიერ მოტანილი სარგებელი მნიშვნელოვნად აღემატება მის შესაძლო გვერდით ეფექტებს.
სად და როდის შეიძლება აცრის გაკეთება?
PrEP და არვ პაციენტებისთვის ვაქცინაცია შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით შემდეგ ქალაქებში:
თბილისი
ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი
ალ. ყაზბეგის 19, კორპუსი 8 (10:00 – 15:00 სთ) – ვაქცინაცია ხელმისაწვდომია ხვალიდან (17.10.2023)
ბათუმი
ჯემალ ქათამაძის #11 – ვაქცინაცია უკვე ხელმისაწვდომია
ქუთაისი
ფოთის ქუჩა 40 (მედიქალ სითი) – ვაქცინაცია უკვე ხელმისაწვდომია
ზუგდიდი
ზუგდიდი, ონარია