სათემო შეხვედრა: ,,წინასაარჩევნო წელი და პოლიტიკური ჰომოფობია”


,,თანასწორობის მოძრაობა” 12 ოქტომბერს 19:30 საათზე გიწვევთ სათემო შეხვედრაზე. 

შეხვედრის მთავარი მიზანია ლგბტქ+ თემის პოზიციების განხილვა იმასთან დაკავშირებით თუ რა სტრატეგია/ები უნდა გვქონდეს არსებულ პოლიტიკურ კრიზისთან გასამკლავებლად. უკანასკნელი წლის განმავლობაში, სახელმწიფო პოლიტიკა უფრო და უფრო რეპრესიული ხდება. გარდა ამისა, არსებული პოლიტიკა უკვე  ღიად ეფუძნება ჰომო/ბი/ტრანსფობიას. იქიდან  გამომდინარე, რომ ლგბტქ+ თემი ამ პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა, მნიშვნელოვანად მიგვაჩნია, ჩვენს გამოცდილებებზე დაფუძნებით, ერთად, ვუპასუხოთ შემდეგ შეკითხვებს: 

1) როგორია და როგორ ზეგავლენას ახდენს არსებული პოლიტიკა ლგბტქ+ თემზე?

2) რას უნდა ველოდოთ მომავალი წინასაარჩევნო პროცესებისგან? 

3) როგორი უნდა იყოს ჩვენი პასუხი ამ პოლიტიკაზე?  

Ღონისძიებაზე დასწრება ღიაა თემის წევრებისა და მხარდამჭერებისთვის.