კვლევა „ბულინგი საქართველოს საჯარო სკოლებში“


“თანასწორობის მოძრაობა” გიზიარებთ კვლევას „ბულინგი საქართველოს საჯარო სკოლებში“.

აღნიშნული კვლევის მიზანია საჯარო სკოლებში ბულინგის პრევენციის და აღმოფხვრის პოლიტიკის მექანიზმების შესწავლა და საჭირო რეკომენდაციების შემუშავება. კვლევის ფარგლებში გამოვლენილი პრობლემატური საკითხების, გამოწვევების და საჭიროებების ირგვლივ შემუშავდა სპეციალური რეკომენდაციები.

კვლევის ავტორები არიან თამარ ჩოჩიშვილი და ასლან ართმელაძე. კვლევა მომზადდა „ახალი შესაძლებლობები საქართველოს ლგბტქი დღის წესრიგისთვის“ პროექტის ფარგლებში ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერით.

კვლევის გასაცნობად, გთხოვთ, ეწვიეთ ბმულს: ბულინგის გავრცელების პრაქტიკა სკოლებში_თამარ ჩოჩიშვილი_ასლან ართმელაძე