როგორ გავაშუქოთ მედიაში ლგბტ საკითხები ეთიკურად


“თანასწორობის მოძრაობის” ინიციატივით, მომზადდა ვიდეო ჟურნალისტებისთვის, რათა ლგბტ საკითხების ეთიკურად გაშუქება გაუმჯობესდეს. ვიდეოს მიზანია, ჟურნალისტებს ტერმინოლოგიის სწორად შერჩევაში დაეხმაროს.

ეთიკური მიმართვის ფორმებისა და ტერმინოლოგიის გამოყენება პატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობის საფუძველია. განსაკუთრებით მედია უნდა იყოს ყურადღებით, რათა არ წაახალისოს ძალადობა და სიძულვილი გაშუქებისას.

ვიდეო მომზადებულია ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.