ფილმის “ჰაროლდი და კუმარი” ვარსკვლავმა კალ პენმა ახლად გამოცემულ მემუარზე “შეუძლებელია ასეთი სერიოზულობა” საუბრისას განაცხადა, რომ გეია. პენის თქმით, აპირებს, დაქორწინდეს თავის პარტნიორზე, ვისთან ერთადაც 11 წელია ცხოვრობს.
ინდო-ამერიკელმა მსახიობმა, რომელსაც პოპულარობა მოუტანა ფილმმა “ჰაროლდი და კუმარი”, განაცხადა, რომ თავის საქმროს, ჯოშს, ბარაკ ობამას ადმინისტრაციაში მუშაობის დროს შეხვდა.
“ჩემი სექსუალობა შედარებით გვიან აღმოვაჩინე, ვიდრე ეს სხვა ადამიანებმა გააკეთეს. არ არსებობს ამისთვის ზუსტად დადგენილი დრო და მოხარული ვარ, რომ ეს მაშინ მოხდა, როდესაც ამის დრო მოვიდა”, – ამბობს პენი.
კალ პენის თქმით, გაუმართლა რადგან მშობლებისა და ოჯახის წევრების მხარდაჭერა აქვს. პირველად საკუთარი სექსუალობის შესახებ მშობლებთან და ახლო მეგობრებთან ისაუბრა.
“ვიცი, რომ ხუმრობასავით ჟღერს, მაგრამ ეს სიმართლეა: როდესაც უკვე ნათქვამი გაქვს შენი მშობლებისა და სამხრეთ აზიური საზოგადოებისთვის, რომ გსურს გახდე მსახიობი და ამით ირჩინო თავი, ნებისმიერი საუბარი ასეთი განცხადების შემდეგ არის ძალიან იოლი. მათი პასუხი დაახლოებით ასეთია: “კარგი, გასაგებია”. მე ვგრძნობდი ყველას მხარდაჭერას. ეს საოცარი რამაა. ვიცი, რომ ყველას სხვადასხვა გამოცდილება აქვს ამასთან დაკავშირებით და ამიტომაც ვგრძნობ თავს იღბლიანად”, – ამბობს პენი.
პენი განმარტავს, რომ მისთვის ამაღელვებელია საჯაროდ ქამინგ აუთი. მართალია ყველამ, ვისთანაც პირადი კომუნიკაცია ჰქონდა, იცოდა ის და ჯოში ერთად რომ იყვნენ, თუმცა საჯარო საუბრისგან თავს იკავებდა მშობლებისა და ჯოშის გამო, რადგანაც მათ არ უყვართ საჯაროობა.
“მე დანიშნული ვარ და ჩვენი ოჯახები იქნებიან ჩვენს ნიშნობაზე. გადასაწყვეტი გვაქვს ის, იქნება ეს დიდი ქორწილი თუ ვიწრო წრეში აღვნიშნავთ”, – ამბობს პენი.
წყარო: www.huffpost.com