კონდომების, ლუბრიკანტების და ტესტირების გამოძახება ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდშიც შესაძლებელი იქნება


“თანასწორობის მოძრაობის” დისტანციური სერვისებით სარგებლობა თბილისის გარდა ახლა უკვე ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმშიცაა შესაძლებელი. სახლიდან გაუსვლელად შეგიძლიათ უფასოდ გამოიძახოთ:

1. აივ/შიდსის ნერწყვის სწრაფი ტესტი
2. კონდომები
3. ლუბრიკანტები

იმისთვის, რომ შეძლოთ ამ სერვისით სარგებლობა თქვენ უნდა დარეგისტრირდეთ საიტზე selftest.ge

საიტზე რეგისტრაცია ხდება 15-ნიშნა კოდით, რაც იცავს თქვენს ანონიმურობას.

გამოწერილი პროდუქტების თქვენამდე ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია Glovo

selftest.ge-ზე განთავსებული პროდუქციაც და ტრანსპორტირებაც არის უფასო!

დამატებით ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს selftest.ge