ყველაფერი კონდომების შესახებ


 

კონდომები ბარიერული თავდაცვითი საშუალებების ერთ-ერთი ნაირსახეობაა, რომლის სწორად შერჩევასაც აქვს თავისი სარგებელი:

  • დაცული ხართ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან;
  • დაცული ხართ არასასურველი ფეხმძიმობისგან;
  • სქესობრვი აქტის ხარისხი უმჯობესდება;

იმისათვის, რომ ზემოაღნიშნული ყველა პირობა დააკმაყოფილოს კონდომმა, საჭიროა მისი სწორად შერჩევა ვიცოდეთ.

 

ზომას გააჩნია!

ყველაზე ხშირად კონდომის დაზიანების მიზეზი სწორედ მისი არასწორი ზომაა. გაითვალისწინეთ,  თითოეული აქტის დროს :  კონდომი არ უნდა იყოს ზედმეტად ვიწრო, არ უნდა იყოს მტკივნეული მისი კეთება სექსის დროს,  ან პირიქით,- არ უნდა იყოს ზედმეტად ფართე, კონდომის რეზინის კიდე  სწორად და მსუბუქად უნდა ეკვროდეს პენისს, თუკი ჩამოთვლილი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთი მაინც ირღვევა, საქმე გვაქვს კონდომის არასწორ შერჩევასთან.

განარჩევენ სამი ზომის კონდომს :

სტანრდარტი/რეგულარი: 52-56მმ

პატარა : 49-52მმ

დიდი: 56-60მმ

როგორც წესი, კონდომები, რომელთაც სააფთიაქო ქსელში ვყიდულობთ, საშუალო ზომისაა და ექვემდებარება ყველა სტანდარტს, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველას თანაბრად ერგება.

 

 

 

 

    via GIPHY

  1. ცხრილი 1 – კომდომები და მათი ზომები
დასახელება ზომა (მმ)
Lifestyles Regular (Flared Fit) 54
Playboy regular 53
Carex 52
Sico Ribbed 52
Sico Safety 52
Lifestyles Ultra Thin 53
Lifestyles Large 56
Lifestyles Zero (Classic/straight fit) 52
Lifestyles Nano Thin (Classic/straight fit) 54
Lifestyles Form Fit 52
Lifestyles Ribbed 54
Lifestyles O’Max Studded 52
Lifestyles Assorted 53
Skyn Original 53
Skyn Elite 53
Skyn Intense Feel 53
Skyn Extra Lube 53
Skyn Large 56
Skyn Selection Pack 53
Skyn Unknown Pleasures 53
Skyn Intense Vibe 53
Four Seasons Naked Classic 54
Four Seasons Naked Black 56
Four Seasons Naked Delay 54
Four Seasons Naked Closer 49
LifeStyles SKYN Large 60
Four Seasons Naked Larger 60
Four Seasons Air 52
Durex Regular 56
Durex Climax Stimulating Condoms 56
Durex Fetherlite Ultra Thin Feel 52
Durex Pleasure Me Condoms 56
Durex Comfort XL 57
Glyde Ultra 53
Glyde Slimfit 49
Glyde Super Max 60

*ჩამონათვალში არსებული ყველა კონდომი საქართველოში მოიპოვება

 

BFF : კონდომი & ლუბრიკანტი

via GIPHY

ლუბრიკანტი ამცირებს ხახუნს. შემცირებული ხახუნი კი ამცირებს კონდომის ან სხვა ბარიერული თავდაცვითი საშუალების გახევის/დაზიანების  ალბათობას. შედეგად სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები ვერ აღწევს ადამიანის ორგანიზმში.  შემცირებული ხახუნით, რომელიც ლუბრიკანტის გამოყენებით მიიღწევა,  ანალური სექსი ბევრად კომფორტულია. ლუბრიკანტის გამოყენება ყველა სახის სექს სათამაშოზე, თითებზე ან პენისზეა შესაძლებელი, რათა სექსუალური გამოცდილებები არ ასოცირდებოდნენ ტკივილთან.

 

კონდომები არომატით

გარდა სტანდარტული კონდომებისა, არსებიბობს კონდომები სხვადასხვა არომატით (ძირითადად ხილის) რომელსაც ხშირად ორალურ კონდომებსაც ეძახიან, თუმცა მსგავსი სტანდარტი“ორალური კონდომი“ აღარ არსებობს. არომატიზებული კომდომები ისეთივე ხარისხისაა, როგორც არაარომატიზებული, განსხვავება მხოლოდ არომატებშია.

 

 

ალერგიული რეაქცია ლატექსზე

კონდომების უმეტესობა ლატექსისგან მზადდება, თუმცა სამწუხაროდ ზოგიერთ ადამიანს აქვს ალერგიული რეაქცია ლატექსზე, რაც მარტივად – გამონაყარით გამოიხატება. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ალერგიულობა ამ შემთხვევაში არ არის მძიმე და ალერგიული რეაქცია როგორც წესი, კონდომის გამოყენებიდან რამდენიმე საათში იჩენს ხოლმე თავს.

მათ, ვისაც ლატექსზე ალერგია აქვს, კარგი ამბავი გვაქვს- არსებობს სხვადასხვა მასალით დამზადებული კონდომები : პოლიურეთანი, პოლიიზოპრენი

 

სად ვიშოვო კონდომი?

კონდომის შოვნა ძალიან მარტივია ნებისმიერ სააფთიაქო ქსელში.

ამასთან, თანასწორობის მოძრაობა გთავაზობთ ლატექსის კონდომებს სრულიად უფასოდ და ანონიმურად. გამოიწერეთ საიტიდან : www.selftest.ge