სამწუხაროდ, პანდემიის პირობებში უამრავმა ადამიანმა მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც შეწყვიტა პრე-ექსპოზიციური პროფილაქტიკის გამოყენება. თუმცა, არასოდეს არის გვიანი, ხელახლა დავიწყოთ პრეპის მიღება და ამით შევამციროთ აივ ინფექციით ინფიცირების რისკები. თუკი ისევ გსურს პრეპის მიღევა, არსებობს რამდენიმე ეტაპი, რომლის დაცვაც აუცილებელია:
უპირველეს ყოვლისა, ტესტირება!
მიუხედავად იმისა, გქონდათ თუ არა ახლო წარსულში მომატებული სარისკო ქცევა, მედიკამენტის დაწყებამდე აუცილებელია ჩაიტაროთ ტესტირება აივ ინფექციაზე, რათა გამოირიცხოს მწვავე ან ქრონიკული აივ ინფექცია.
მედიკამენტის მიღება თვითნებურად, ტესტიების გარეშე, სახიფათოა. რადგან ამან შესაძლოა მედიკამენტზე რეზისტენტობა გამოიწვიოს.
მეორე ეტაპი
ტესტის უარყოფითი პასუხის მიღების შემდგომ, მედიკამენტის მიღება შესაძლებელია.
განარჩევენ მედიკამენტის მიღების ორ რეჟიმს:
ესენია : სიტუაციური და ყოველდღიური პრეპი
რეჟიმების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ
როგორ ჩაერთო პროგრამაში?
პროგრამაში ჩასართავად, უნდა მობრძანდეთ თანასწორობის მოძრაობის ოფისში, სადაც შეავსებთ რისკის შეფასების კითხვარს და გაიკეთებთ პრეპ პროგრამისთვის განკუთვნილ ანალიზებს (ტესტირება B ჰეპატიტზე, ტესტირება C ჰეპატიტზე (Anti HCV) ტესტირებას სიფილისზე სისხლის საერთო და ბოიქიმიური ანალიზი)სამედიცინო კრიტერიუმების დაკმაყობფილების დასადგენად.
დაგვიკავშირდით დამატებითი კითხვების შემთხვევაში : Prep@equality.ge