ქვეყანაში ერთ აბიანი არვ მედიკამენტები შემოვიდა


ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო, პრაქტიკულ ცენტრში აივ დადებითი პირები, რომლებიც იმყოფებიან არვ მკურნალობაზე, ამიერიდან 1 აბიან, კომბინირებულ არვ მედიკამენტების მიღებას შეძლებენ. აივ ინფექციის სამკურნალო მედიკამენტებმა გვერდითი ეფექტებისა და მედიკამენტის მიღების რეჟიმის კუთხით, ბოლო ათწლეულში დიდი წინსვლა გაიცადა. 1 აბიანი რეჟიმი სამი მედიკამენტის კომბინაციაა, რაც ძალიან ამარტივებს და სრულად ხსნის მკურნალობასთან დაკავშირებულ დისკომფორტს, ვინაიდან მანამდე არვ მკურნალობა 2 აბის მიღებას მოიცავდა.

ჯერ-ჯერობით ხელმისაწვდომია მედიკამენტის 2 კომბინაცია:

 

 

 

acriptega*

TEEVIR*

 

 

მედიკამენტებზე სრული ინფორმაციის მიღარებად და ახალ რეჟიმზე გადასასვლელად, გთხოვთ, გაიაროთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან.

თუკი ჯერ კიდევ არ იმყოფებით არვ მკურნალობაზე, მიმართეთ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრს.