PrEP პროგრამის ფარგლებში B ჰეპატიტზე უფასო ვაქცინაცია იწყება!


სექტემბრის თვიდან PrEP პროგრამაში ჩართული და ჩართვის მსურველი ადამიანები უფასოდ შეძლებენ ვაქცინაციას B ჰეპატიტზე.  საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნულ რეკომენდაციაში, “B ჰეპატიტის საწინააღმდეო ვაქცინაციის ჩატარების წესები ზრდასრულებში“  მოცემულია ვაქცინაციის ეტაპები, რომელიც შემდეგ საფეხურებს მოიცავს:
“იმუნიზაციის კურსი არის 3 დოზიანი, ძირითადად აცრები ტარდება 0 – 1 – 6 თვის
პერიოდით. აცრებს შორის მინიმალური ინტერვალი არის 4 კვირა. ” დოკუმენტი სრულად იხილეთ აქ

PrEP პროგრამის სრული სამედიცინო სერვისების ნუსხა ასე გამოიყურება:

   –  ექიმის პირველადი კონსულტაცია

–  ტესტირება B ჰეპატიტზე( ხოლო გამორიცხვის  შემთხვევაში შევთავაზოთ  უფასო  ვაქცინაცია)

–  ტესტირება C ჰეპატიტზე (Anti HCV)

–  ტესტირება სიფილისზე

–  სისხლის საერთო ანალიზი

-სისხლის ბოიქიმიური ანალიზი

 

ვის შეუძლია პროგრამაში ჩართვა? 

-გეი მამაკაცები;

-ბისექსუალი მამაკაცები;

-კომერციული სექს მუშაკი მამაკაცები;

-კომერციული სექს მუშაკი ტრანსგენდერი ქალები;

-გეი დისკორდანტული წყვილები (იმ შემთხვევაში თუ აივ პოზიტიური პირი არ არის არვ თერაპიაზე ან მკურნალობის ფობზე არ არის მიღწეული ვირუსის სუპრესია);

-კომერციული სექს მუშაკი მამაკაცებისა და ტრანსგენდერი ქალების კლიენტები;

-ინექციური და სხვა სახის ნარკოტიკების მომხმარებელი მამაკაცები რომლებსაც სქესობრივი კავშირი აქვთ მამაკაცებთან;

-კომერციული სექს მუშაკი ქალები;

პროგრამაში ჩასართავად, უნდა მობრძანდეთ თანასწორობის მოძრაობის ოფისში, სადაც შეავსებთ რისკის შეფასების კითხვარს და გაიკეთებთ პრეპ პროგრამისთვის განკუთვნილ ანალიზებს (ტესტირება B ჰეპატიტზე+ ვაქცინაცია , ტესტირება C ჰეპატიტზე (Anti HCV) ტესტირებას სიფილისზე სისხლის საერთო და ბოიქიმიური ანალიზი) სამედიცინო კრიტერიუმების დაკმაყობფილების დასადგენად. რის შემდეგაც უკვე შეძლებთ პრეპის აღებას.
ექიმთან ჩაწერა შესაძლებელია ონლაინ

პროგრამაში ჩართვა  კონფიდენციალურია!

“თანასწორობის მოძრაობის” მისამართი: უშანგი ჩხეიძის ქუჩა #19, თბილისი. 

ელ. ფოსტა: prep@equality.ge

ტელეფონი: 0322 47 97 48