ლუბრიკანტის შესახებ ყველას სმენია, თუმცა ცოტამ თუ იცის მისი მოხმარების მნიშვნელობის შესახებ. ლუბრიკანტს, შეიძლება ითქვას, ორი დანიშნულება აქვს: 1. გახადოს ანალური სექსი მეტად უმტკივნეულო; 2. შეამციროს კონდომის დაზიანების რისკი, რითიც შემდგომში თავიდან ავიცილებთ სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებს. (სიფილისი გონორეა, ქლამიდია და ა.შ.);
და მაინც, რატომ უნდა გამოვიყენო?
ლუბრიკანტი ამცირებს ხახუნს. შემცირებული ხახუნი კი ამცირებს კონდომის ან სხვა ბარიერული თავდაცვითი საშუალების გახევის/დაზიანების ალბათობას. შედეგად სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები ვერ აღწევს ადამიანის ორგანიზმში. შემცირებული ხახუნით, რომელიც ლუბრიკანტის გამოყენებით მიიღწევა, ანალური სექსი ბევრად კომფორტულია. ლუბრიკანტის გამოყენება ყველა სახის სექს სათამაშოზე, თითებზე ან პენისზეა შესაძლებელი, რათა სექსუალური გამოცდილებები არ ასოცირდებოდნენ ტკივილთან.
ლუბრიკანტის ტიპები:
არსებობს რამდენიმე სახის ლუნრიკანტი, რომელიც განსხვავდება შემადგენლობითა და დანიშნულებით.
წყალზე დამზადებული ლუბრიკანტი
წყალზე დამზადებული ლუბრიკანტი ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული ლუბრიკანტია და მას თითქმის ყველანაირი სექსისთვის გამოიყენებენ. იგი ამცირებს ხახუნს და კონდომის დაზიანების რისკს. აღსანიშნავია, რომ წყალზე დამზადებული ლუბრიკანტი ყველაზე სწრაფად შეიწოვება ორგანიზმში, ამიტომ საჭიროა პერიოდულად მისი დამატება.
სილიკონზე დამზადებული ლუბრიკანტი
სილიკონზე დამზადებული ლუბრიკანტი წყალზე დამზადებული ლუბრიკანტის საუკეთესო ალტერნატივაა და ის მეტად ხელსაყრელია ანალური სექსისთვის, ვინაიდან ძნელად შეიწოვება ორგანიზმში და არ საჭიროებს მუდმივ განახლებას. ერთადერთი რამ, რაც სილიკონის ლუბრიკანტის გამოყენებისას უნდა გავითვალისწინოთ ისაა რომ ის ადვილად ალაქავებს თეთრეულს და სხვა სახის ქსოვილებს. ამიტომ რეკომენდებულია გამოიყენოთ რაიმე დამცავი საშუალება. (ძველი ზეწარი, პირსახოცი ან სხვა)
წყალზე და სილიკონზე დამზადებული ლუბრიკანტი (ჰიბრიდი)
ლუბრიკანტი, რომელშიც ერთიანდება წყალი და სილიკონი, ნაკლებად სქელი და ინტენსიურია, ამასთან ამ სახის ლუბრიკანტში გაერთიანებულია ორივე ლუბრიკანტის საუკეთესო თვისებები.
ზეთზე დამზადებული ლუბრიკანტი
ხშირია შემთხვევბი, როდესაც იყენებენ ზეთზე დამზადებულ ნივთიერებებს (ვაზილინი, სამზარეულოს ზეთი, მასაჟის ზეთი და სხვა.) ყველა ლუბრიკანტი, რომელიც ზეთზეა დამზადებული, ზრდის კონდომის დაზიანების რისკს, ვინაიდან ადვილად აზიანებს ლატექსს. კონდომების უმეტესობა კი სწორედ ლატექსიგან გზადდება.
თანასწორობის მოძრაობა გთავაზობთ წყალზე დამზადებულ ლუბრიკანტსა და ლატექსის კონდომებს, რომელიც სერტიფიცირებულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) -ს მიერ. გაიგე მეტი