“თანასწორობის მოძრაობა” წარმოგიდგენთ აქტივისტების აკადემიის მეორე ლექცია-დისკუსიის ვიდეო ჩანაწერს. ნარკოპოლიტიკის აქტივისტი ბექა წიქარიშვილი საუბრობს ჰუმანური ნარკოპოლიტიკისთვის დაწყებული აქტივის მიმდინარეობასა და გამოწვევებს, რომელთა წინაშე აღნიშნული მოძრაობა დადგა.
ბექა წიქარიშვილი არის “თეთრი ხმაურის მოძრაობის” აქტივისტი, მოძრაობისა, რომელიც ჰუმანური ნარკოპოლიტიკისთვის იბრძვის. იგი 2013 წელს მარიხუანის ფლობის ბრალდებით დააკავეს, მას 7-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა.
წიქარიშვილის დაკავებას მოჰყვა საპროტესტო კამპანია “ბექა კრიმინალი არ არის”. EMC-ის დახმარებით მან საკონსტიტციო სასამართლოს მიმართა, სარჩელით, რომ სსკ 260-ე მუხლის, მე-2 ნაწილი კონსტიტუციით აღიარებულ, თანასწორობობის, სასტიკი სასჯელის გამოყენების აკრძალვისა და პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას და ითხოვს, სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას.
საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წელს არაკონსტიტუციურად ცნო სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს პირადი მოხმარების მიზნით მარიხუანის შეძენა/შენახვისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას.
,,აქტივისტების აკადემია” მოიცავს 4 დისტანციური ლექცია-დისკუსიას. კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე ჩვენი შეხვედრები დისტანციურ რეჟიმში შედგება.