ვიდეო “თანასწორობის მოძრაობის” კამპანიის “არ ხარ მარტო” ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებაში ღიად საუბარს შეუწყოს ხელი იმ უმწვავეს თემებზე, როგორიცაა ბულინგი და ძალადობა.
კამპანიაში ერთიანდება ჟურნალი “ეგალიტე”, რომელშიც იხილავთ ფსიქოლოგის რჩევებს ახალგაზრდებისთვის საინტერესო საკითხებზე და სხვა მრავალ საჭირო ინფორმაციას.