“როდესაც ვემზადებოდი ამ ჩანაწერისთვის რამდენიმე დღე ვფიქრობდი იმ ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური ბულინგის მაგალითებზე რაც გადამხდა.
საინტერესოა, რომ ემოციურ დონეზე ეს ყველაფერი დამახსოვრებული მაქვს. ის თუ რას ვგრძნობდი ყოველდღიურად სკოლაში მისვლის დროს…
იმ სურვილზე, რომ არ წავსულიყავი სკოლაში, რადგან პოტენციურად შეიძლებოდა რაიმე მომხდარიყო.
თუმცა ეს ყველაფერი ალბათ იმ დონემდე მძიმე იყო, რომ ტვინმა უბრალოდ დაბლოკა ეს მოგონება”, – იასონ შიშნიაშვილი საუბრობს საკუთარ გამოცდილებაზე ბულინგის შესახებ
ჩვენი კამპანია “არ ხარ მარტო” მიზნად ისახავს მნიშვნელოვან და უმწვავეს თემებზე ღიად საუბრის დაწყებას. ასევე კამპანიაში ერთიანდება ჟურნალი “ეგალიტე”, რომელშიც გაერთიანებულია ფსიქოლოგის რჩევები, კომიქსებით მოთხრობილი ამბები ახალგაზრდებისთვის საინტერესო საკითხებზე და სხვა მრავალი საჭირო ინფორმაცია.