“სკოლის პერიოდში ხშირად გავმხდარვარ ბულინგის მსხვერპლი. ეს ყოფილა ფსიქიკური თუ ფიზიკური ბულინგი. ხშირად ვხდებოდი ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი ჩემი კლასელი ბიჭების მხრიდან. კლასში ხშირად მეძახდნენ მათი წარმოდგენით შეურაცხმყოფელ სიტყვებს და იმ წამს ჩემთვისაც შეურაცხმყოფელ სიტყვებს. მეძახდნენ ხშირად “ქალიშვილს”, დამცინოდნენ იმაზე, თუ რა მეცვა”, – თორნიკე კუსიანი საუბრობს ბულინგის საკუთარ გამოცდილებაზე.
“არ ხარ მარტო” “თანასწორობის მოძრაობის” კამპანიაა ბულინგის წინააღმდეგ, იგი მიზნად ისახავს ამ უმწვავეს პრობლემაზე საუბრის დაწყებას და იმედი გვაქვს, რომ კამპანია ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი საინფორმაციო რესურსის ფუნქციას შეასრულებს.