“თანასწორობის მოძრაობა” წარმოგიდგენთ ვიდეოჩანაწერს საჯარო ლექციისა “რა არის და რას უწოდებენ იდენტობის პოლიტიკას დღეს?”, რომელიც გააიმართა Ballroom Bar-ში 17 აპრილს.
ლექცია შეეხება ე.წ. იდენტობის პოლიტიკასთან დაკავშირებულ რამდენიმე საკითხს. იდენტობის პოლიტიკის ევოლუციის მოკლე მიმოხილვის შემდეგ ვიმსჯელებთ ძირითად კრიტიკულ არგუმენტებზე, რომლებიც იდენტობის პოლიტიკის მისამართით ჟღერდება თანამედროვე კონტექსტში.
ამ კრიტიკის შუქზე განხილული იქნება იდენტობის პოლიტიკის მიმართება აღიარების პოლიტიკასთან, გადანაწილების პოლიტიკასთან, ინტერსექციურობასთან, ქვიარ პოლიტიკასთან, მულტიკულტურალიზმთან, ნეოლიბერალურ პოლიტიკურ წესრიგსა და სუბიექტურობასთან.
ლექცია დაეყრდნობა ჯუდით ბატლერის, ვენდი ბრაუნის, ნენსი ფრეიზერის, ჯასბირ პუარის და სხვა კრიტიკული თეორეტიკოსების ნაშრომებს. ლექციაზე ასევე განვიხილავთ ბოლოდროინდელ ტენდენციას, ტერმინი „იდენტობის პოლიტიკა“ გამოიყენონ ყოვლის მომცველი მნიშვნელობით – როგორც აღმნიშვნელი ბრძოლისა ჩაგვრის ნებისმიერი ფორმის წინააღმდეგ, რომელიც სცილდება ვიწროდ ეკონომიკურად გაგებული კლასობრივი ჩაგვრის ჩარჩოს.