ინტერნალიზებული ჰომოფობია, აქტივიზმი თანასწორობისთვის


“საზოგადოებაში არსებული ჰომოფობია ხშირად გეი, ლესბოსელ, ბისექსუალ და ტრანსგენდერ ადამიანებშიც კი საკუთარი თავის, ან სხვა ლგბტ ადამიანების მიმართ ზიზღს იწვევს. აგრესიის თავიდან ასაცილებლად ხშირად ლგბტ ადამიანებს იდენტობის დამალვა უწევთ. საფრთხისა და შიშის გამო გაჩენილ სიძულვილს სხვა ლგბტ ადამიანების მიმართ ავლენენ. მაგალითად, ტრანსგენდერი ადამიანები, ფემინური გეი ბიჭები და მასკულინური ლესბოსელი ქალები ლგბტ თემისგანაც კი გარიყული არიან, რადგან მათი იდენტობები უფრო ხილვადია და თავის გადასარჩენად თუ აგრესიის თავიდან ასაცილებლად სხვა ლგბტ ადამიანები საკუთარ აგრესიას სწორედ ამ ჯგუფებისკენ მიმართავენ. ეს ხშირად არაცნობიერად ხდება, სხვისკენ გადამისამართებული სიძულვილი სამწუხაროდ უკან გვიბრუნდება. ჰომოფობია ერთი გეი, ლესბოსელი ან ტრანსგენდერი ადამიანის პრობლემა არ არის, ჰომოფობია ერთი კონკრეტული ადამიანის ჩაგვრა კი არა, მისი იმ იდენტობის ჩაგვრაა, რომელიც ყველა ჩვენგანს გააჩნია. მის ადგილას ყოველთვის შეიძლება ნებისმიერი აღმოვჩნდეთ. არ შეეგუო, იყავი სოლიდარული სხვა ლგბტ ადამიანების მიმართ, რადგან მხოლოდ ერთად დგომით დავამარცხებთ ამ სიძულვილსა და ჩაგვრას.”