ტრანსგენდერ ქალზე თავდამსხმელებს გირაო შეეფარდათ


არასრულწლოვან ტრანსგენდერ ქალზე თავდამსხმელებს აღკვეთი ღონისძიების სახით 1000-1000 ლარის ოდენობის გირაო შეეფარდათ, ხოლო ტრანსგენდერი ქალი დაზარალებულად სცნეს.

2021 წლის 20 აპრილს არასრულწლოვან ტრანსგენდერ ქალს ორმა უცნობმა პირმა პეკინის გამზირზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.დაზარალებულს აღენიშნებოდა სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება.

გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1 პრიმა ნაწილის ბ პუნქტით, რაც გულისხმობს ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას. ტრანსგენდერი გოგო გამოიკითხა იმავე დღეს და დაენიშნა სამედიცინო ექსპერტიზა. მეორე დღეს მისივე მონაწილეობით ჩატარდა ამჟამად ბრალდებული პირების ამოცნობის პროცედურა. დაზარალებულმა ამოიცნო ორივე მოძალადე.

საქმეზე მიმდინარეობს სასამართლო პროცესი. “თანასწორობის მოძრაობა” დაზარალებული ქალის ინტერესებს იცავს.