განცხადებები


„კოალიცია თანასწორობისთვის“ განცხადება დისკრიმინაციულ, ადამიანის უფლებების და დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართული კანონის ამოქმედების შესახებ

„კოალიცია თანასწორობისთვის“ ეხმიანება 2024 წლის 2 დეკემბერს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებას. ეს კანონი ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებს, იწვევს ადამიანის ძირითადი უფლებების, მათ შორის, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებების გაუმართლებელ შეზღუდვას, აქტივისტურ, შემოქმედებით, მეცნიერულ საქმიანობაში ცენზურის დაწესებასა და ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წახალისებას.1 საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი და სტიგმატიზირებული ჯგუფი …

ახალი ამბები
განცხადებები


განცხადება: ჰომოფობიისა და ცენზურის კანონი მთელ საზოგადოებას უქმნის საფრთხეს

2024 წლის 17 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ თანასწორობის იდეას, ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს; მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასა და შეკრების თავისუფლებას, ხელს უწყობს ჩაგვრას, ახალისებს სიძულვილს.  მესამე მოსმენით მიღებული ჰომოფობიის საკანონმდებლო პაკეტი აწესებს ცენზურას, კონკრეტული ჯგუფისთვის არასასურველ თემატიკაზე ინფორმაციის, აზრისა და იდეების გამოხატვის, …

განცხადებები


“თანასწორობის მოძრაობის” განცხადება

“თანასწორობის მოძრაობა” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და გლოვობს კესარია აბრამიძის შემზარავი მკვლელობის გამო.  გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი ეს დანაშაული, არის შედეგი ბოლო წლებში მიმდინარე ჰომო, ბი, ტრანსფობიური პოლიტიკისა, რომლის მთავარი მიზანი ლგბტქ ადამიანების სიცოცხლის გაუფასურებაა. სამწუხაროდ, აქაც ყველაზე გარიყული და მოწყვლადი ტრანს ადამიანები არიან, განურჩევლად იმისა, რამდენად დაცულად ვგრძნობთ თავს.  ტრანსფობიითა და გარიყვით გამძაფრებული სოციალური …

განცხადებები


კი – ევროპას, არა – რუსულ კანონს!

ჩვენ, ქართული მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ხელისუფლების მიერ ხელახლა ინიცირებულ რუსულ კანონს. „ქართული ოცნების“ მიერ საკუთარი სიტყვის გატეხვა და ხალხის მოტყუება მიმართულია არა მხოლოდ ქართული მედიისა და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების, არამედ თითოეული მოქალაქისა და საქართველოს ევროპული მომავლის წინააღმდეგ.  ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვეხმარებით ხალხს. ამ რუსული კანონის მიღება დაუცველს დატოვებს ძალადობის მსხვერპლ ბავშვებსა და …

განცხადებები


სამოქალაქო პლატფორმა “არა-ფობიას!” ეხმიანება სამთავრობო სამოქმედო გეგმაში ლგბტქი+ თემის საჭიროებების იგნორს

სამოქალაქო პლატფორმა „არა-ფობიას!“  ეხმიანება საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის 2024-2026 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის პირველ ვერსიას. პლატფორმის პოზიციით, სრულიად მიუღებელი და თანასწორობისა და სხვა ფუნდამენტური უფლებების დაცვასთან ყოვლად შეუსაბამოა ლგბტქი+ თემის საჭიროებების უგულებელყოფა სამოქმედო გეგმაში. საქართველოს მთავრობის ადამინისტრაციამ სამოქალაქო ორგანიზაციებს გაუზიარა ადამიანის უფლებათა დაცვის 2024-2026 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის პირველი სამუშაო ვერსია. აღნიშნული დოკუმენტის მომზადებამდე, 2023 …

განცხადებები


ხელისუფლება მოსამართლეებისა და ყოფილი მთავარი პროკურორის სანქცირებაზე არ რეაგირებს

აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეების მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას, ყოფილი მოსამართლის ვალერი ცერცვაძის და ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის სანქცირებას საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ქმედითი შემხვედრი ნაბიჯები არ მოჰყოლია. საპირისპიროდ, სანქცირების მომენტიდან დღემდე ხელისუფლება აქტიურად იცავს სანქცირებულთა ინტერესებს, უგულებელყოფს კანონმდებლობას და ანტი-დასავლური პროპაგანდის წარმოებით ცდილობს გააუფერულოს სანქცირებით გამოწვეული ნეგატიური შედეგები. მიგვაჩნია, რომ სანქცირების ორივე შემთხვევა …

განცხადებები


სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი მოსაზრებები ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა 1 2023 წლის 31 ივლისს წერილობითი მოსაზრებები გაუგზავნეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს იმ აქტივობებთან დაკავშირებით, რომლებიც მიზანშეწონილია ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოს დამკვიდრებისთვის. თუმცა, ცხადია, აღნიშნული მოსაზრებები დარჩება მხოლოდ ფაკულტატური ბუნების მქონე დოკუმენტად თუკი სახელმწიფოს მხრიდან არ გადაიდგმება მნიშვნელოვანი ნაბიჯები საქართველოს ადამიანის უფლებათა …

განცხადებები


ხელისუფლება გამოხატვის თავისუფლების დაცვაზე უარს ამბობს

დღეს „თბილისი პრაიდის“ ფესტივალზე განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ სურს, შეაკავოს და გაუმკლავდეს მცირერიცხოვანი მოძალადე ჯგუფების აგრესიას. რამდენიმე თვით ადრე დაგეგმილი, სახელმწიფო უწყებებთან შეთანხმებული, მშვიდობიანი შეკრების ჩაშლა ხელისუფლების მორიგი მარცხია.  შინაგან საქმეთა სამინისტრო თვეების განმავლობაში ჰპირდებოდა „თბილისი პრაიდს“, სხვადასხვა ორგანიზაციებს, სახალხო დამცველსა და უცხოელ პარტნიორებს, რომ ისინი დაიცავდნენ მშვიდობიანად შეკრებილი ადამიანების უსაფრთხოებას. დღეს …

განცხადებები


კოალიცია თანასწორობისთვის მოუწოდებს სახელმწიფოს უზრუნველყოს „პრაიდ კვირეულის“ ფარგლებში დაგეგმილი ყველა ღონისძიების უსაფრთხოდ ჩატარება

„კოალიცია თანასწორობისთვის“ მოუწოდებს სამართალდამცავ უწყებებს, მიიღონ ყველა შესაძლო ზომა არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდის“ მიერ „პრაიდ კვირეულის“ ფარგლებში დაანონსებული ღონისძიებების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მნიშვნელოვანია, რომ წელს 2022 წლისგან განსხვავებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯერჯერობით არ გაუვრცელებია განცხადება დაგეგმილი ღონისძიებების უსაფრთხოდ ჩატარების უზრუნველყოფის შესახებ. ასეთი განცხადება განსაკუთრებით მნიშვნელობას იძენს იმის ფონზე, რომ „პრაიდ კვირეულის“ ღონისძიებების დაანონსებას მალევე მოჰყვა კრემლისტური, …

განცხადებები