საზოგადოებრივი ორგანიზაციები გმობენ პარლამენტის მიერ ეთნიკური უმცირესობების დიასპორად განხილვის გადაწყვეტილებას

15 მარტს მედია საშუალებებით საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ბაზაზე ეროვნული უმცირესობების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო შეიქმნა. ხელმომწერი ორგანიზაციები ზოგადად მივესალმებით პარლამენტში ეროვნულ უმცირესობებისთვის საკონსულტაციო მექანიზმის შექმნის იდეას, თუმცა ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია უმცირესობათა საკონსულტაციო საბჭოს შექმნა დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ბაზაზე, რაც აძლიერებს ეთნიკური უმცირესობების სხვა სახელმწიფოებთან დაკავშირების წარმოდგენას და …

ახალი ამბები


კოალიცია სააპელაციო სასამართლოს მიერ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წინააღმდეგ მიღებულ უკანონო და დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებას ეხმაურება

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ შეშფოთებას გამოხატავს  „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წინააღმდეგ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო, სადაც  სასამართლომ ცილისწამებად მიიჩნია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ კვლევაში გამოთქმული მოსაზრებები. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების ძალაში დარჩენის შემთხვევაში საფრთხე შეექმნება ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას და უფლებადამცველ ორგანიზაციათა საქმიანობის ფუნდამენტურ პრინციპებს. კვლევაში, რომელიც სასამართლო …

კატეგორიის გარეშე


ლგბტქი ადამიანების დისკრიმინაციისგან დასაცავად – ევროსაბჭოს ECRI-ის რეკომენდაციები

ევროსაბჭოს რასიზმის საწინააღმდეგო კომიტეტმა (ECRI) შეიმუშავა რეკომენდაციები, რომლითაც უნდა იხელმძღვანელონ ორგანიზაციის წევრმა სახელმწიფოებმა, რათა დაძლიონ პრაქტიკები და პოლიტიკა, რომელიც აღვივებს დისკრიმინაციასა და მიუღებლობას ლგბტქი ადამიანების მიმართ. რეკომენდაციები თავმოყრილია ახალ ბუკლეტში, რომელიც 2021 წლის 1 მარტს გამოქვეყნდა. ბუკლეტი ფოკუსირებულია სამართლებრივ ჩარჩოზე და იმ გზებზე, რომლითაც შესაძლებელია შეწინააღმდეგება ლგბტქი ადამიანების მიმართ დისკრიმინაციისადმი, რომელიც ვლინდება სისხლის სამართლის, სამოქალაქო და …

ახალი ამბები


“თანასწორობის მოძრაობის” საქმიანობა და საქართველოს მდგომარეობა “ილგა-ევროპის” ანგარიშში

არასამთავრობო ორგანიზაციამ “ილგა-ევროპა” გამოაქვეყნა 2020 წლის ანგარიში, სადაც მოხვდა “თანასწორობის მოძრაობისა” და პარტნიორი ორგანიზაციების განხორციელებული ღონისძიებები ლგბტქი უფლებების გასაუმჯობესებლად. ანგარიშში ასევე მიმოხილულია საქართველოსა და ევროპაში მიმდინარე გამოწვევები. “ილგა-ევროპის” ანგარიშში აღნიშნულია, რომ კოვიდ პანდემიის პირობებში, საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადებული ანტიკრიზისული გეგმა ვერ ასახავდა ლგბტქი ადამიანების საჭიროებებს, ამისთვის, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები გაერთიანდნენ, რათა შეეგროვებინათ ფული მათთვის, ვისაც …

ახალი ამბები


“თანასწორობის მოძრაობის” განცხადება არასრულწლოვანი გოგოს თვითმკვლელობის საქმეზე

2020 წლის 10 თებერვალს 13 წლის მოზარდი გარდაიცვალა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოზარდი გასულ ზაფხულს სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა. აღნიშნულ ფაქტზე, გამოძიება და ბრალდებულის დაკავება მხოლოდ 2021 წლის 11 თებერვალს, მოზარდის გარდაცვალების შემდეგ მოხდა. გარდა ამისა, ტრაგიკულ შემთხვევამდე ბავშვთან ფსიქოლოგი არ მუშაობდა, ხოლო სოციალური მუშაკის ბოლო ვიზიტი 4 თებერვალს განხორციელდა. ტრაგიკული შემთხვევა კიდევ ერთხელ ააშაკარავებს სამართალდამცავი უწყებებისა და სოციალური მომსახურების …

ახალი ამბები


არვ მკურნალობა : რეზისტენტობა მედიკამენტზე

მთავარი სათქმელი მოკლედ :  რეგულარულად გამოტოვებული არვ მედიკამენტის დოზა ზრდის მედიკამენტზე რეზისტენტობის რისკს; თუკი აივ-დადებით პირს მიღწეული აქვს არაგანსაზღვრად ვირუსულ დატვირთვამდე და ის ყოველდღიურად, ერთსა და იმავე დროს იღებს მედიკამენტს, რეზისტენტობა  ვერ განვითარდება; ზოგიერთი ადამიანი აივ ინფექციით ინფიცირების დროს,  ისეთი შტამით ინფიცირდება, რომელიც მასპინძელის ორგანიზმში უკვე იყო რეზისტენტული რომელიმე მედიკამენტის მიმართ; არსებობს  რეზისტენტობის ლაბორატორიული ტესტები, …

ახალი ამბები