ნუ დადგები ძალადობის მხარეს
“ტრანსგენდერი ქალის, საბი ბერიანის მკვლელს უზენაესმა სასამართლომ საბოლოოდ მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა სამი წლით. თუმცა, მანამდე, პირველი და მეორე ინსტანციის მოსამართლეებმა მკვლელი გაამართლეს. მიუხედავად იმისა, რომ ალბათ ყველაზე მცირეწლოვანი ბავშვიც კი, გამოიტანდა სავსებით სწორ დასკვნას პროკურორის დასაბუთებიდან გამომდინარე. მკვლელი ამტკიცებდა, რომ საბი მოკლა თავდაცვის მიზნით, მკვლელობამდე 30 წუთით ადრე ნაყიდი დანით და მიაყენა მას 9 ჭრილობა. …
“ჩვენ შორს ბევრად მეტი მსგავსებაა, ვიდრე განსხვავება. თუმცა, ჩემი განსხვავებულობა შენთვის მიუღებელია და მე ყოველდღე ვუმკლავდები შენს ზიზღნარევ მზერას. მე, რომელსაც შენთვის არაფერი დამიშავებია. რთულია იყო ჰომოსექსუალი. ეს არჩევანი არ არის, ეს ჩემი ბუნებრივი მდგომარეობაა. თუმცა, არჩევანია, არ დავმალო საკუთარი თავი. მე გამიმართლა, ცხოვრება თავიდან დავიწყე. იმაზე მეტი ადამიანი შევიძინე, ვიდრე დავკარგე. ნიღბის გარეშე ცხოვრება …
ტყუილია, თითქოს ლგბტ თემის ადამიანებს სახლში არ უვარდებიან, უვარდებიან მათაც და მხარდამჭერებსაც. მიხეილ ბენიძე, სამართლიანი არჩევნების აღმასრულებელი დირექტორი კაფე კივის ამბავს გვიყვება.
ეკა დემეტრაძე, მსახიობი გვიყვება რეალურ ამბავს კაცზე, რომელიც თვეობით იმალებოდა საკუთარ სახლში, მხოლოდ იმიტომ, რომ ჰომოსექსუალია. საქართველოს რეგიონებში გეი მამაკაცებსა და ტრანს ქალებს ჯგუფური დასჯა ემუქრებათ მოსახლეობისგან.
ვებ-გვერდი შექმნილია RFSU-ს ფინანსური მხარდაჭერით.