არასამთავრობო ორგანიზაცია “თანასწორობის მოძრაობა” 2011 წლიდან აქტიურად მუშაობს კვლევითი, აკადემიური, ადვოკატირების და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიმართულებით. მისი მიზანია ლგბტქ+ თემის საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაცია, მათთვის ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და საზოგადოებაში არსებული ჰომოფობიური და სექსისტური განწყობების შემცირება. ორგანიზაცია სამიზნე აუდიტორიას სთავაზობს იურისტის, ფსიქოლოგის, სოციალური მუშაკის უფასო კონსულტაციებს. ასევე, აივ-ტესტის, სელფ-ტესტის, პრეპის და პეპის პროგრამებს.
“თანასწორობის მოძრაობა” ჟურნალ ეგალიტეს მესამე ნომრის გამოსაცემად აცხადებს სტატიების შესარჩევ კონკურსს.
ჟურნალ “ეგალიტეს” მესამე ნომერი ეძღვნება საქართველოსა და რეგიონში (აღმოსავლეთ ევროპა და ცენტრალური აზია) მიმდინარე პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ პროცესებს, რომლებიც ლგბტქ+ თემზე, აქტივიზმსა და ადამიანის უფლებების ფუნდამენტურ პრინციპებზე ახდენს გავლენას. ჟურნალში გამოქვეყნდება 15 ავტორის სხვადასხვა სტატია.
სტატიების შინაარსობრივი მხარე მრავალფეროვანია და უნდა მოიცავდეს (ასევე, მივესალმებით ავტორების ინიციატივებსა და შემოთავაზებებს) საკითხებს:
– საქართველოში ან/და რეგიონში მიმდინარე პოლიტიკური, კულტურული და სოციალური პროცესები;
– ლგბტქ+ თემის ინსტრუმენტალიზაცია და ჰომო/ბი/ტრანსფობიური პოლიტიკა თანამედროვე საქართველოსა ან/და რეგიონში;
– გლობალური, რეგიონული და ადგილობრივი ანტი-გენდერული და ჰომო/ბი/ტრანსფობიური მოძრაობები: დინამიკა და გავლენა საქართველოზე;
– ლგბტქ+ თემი და აქტივიზმი: წინააღმდეგობის ისტორია და მისი რეალობა.
კონკურსის დასრულების შემდეგ ავტორები იმუშავებენ სარედაქციო ჯგუფთან ერთად, რომელიც დაკომპლექტება თავად ავტორების, ფოტოგრაფებისა და რედაქტორისგან.
პროექტის ფარგლებში შეირჩევა 15 აპლიკანტი, თითოეული ავტორისათვის გამოყოფილი თანხაა 1500 ლარი.
მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე და სტატიის მონახაზი (აბსტრაქტი) ელ. ფოსტის მისამართზე: hr@equality.ge , ხოლო მეილის Subject ველში მიუთითოთ: “სტატიების კონკურსი“ 2025 წლის 27 აპრილს 18:00 საათამდე.
სტატიის მონახაზში (აბსტრაქტში) მოკლედ მიმოიხილეთ რომელ საკითზე გსურთ ყურადღების გამახვილება და როგორ აღწერთ დასახელებულ პრობლემას (მაქს. 500 სიტყვა)