ევროკომისიის მიერ გამოგზავნილი კითხვარი ლგბტ საკითხებს მოიცავს


European flags in front of the Berlaymont building, headquarters of the European commission in Brussels.

საქართველოს მთავრობამ გაასაჯაროვა ევროკომისიის მიერ მომზადებული კითხვარის პირველი ნაწილი, რომელიც რომელიც ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადზე მოსაზრების მოსამზადებლად გადმოეცა.
დოკუმენტი მოიცავს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ნაწილებს, ამასთან, საქართველო უახლოეს პერიოდში მიიღებს კითხვარის მეორე ნაწილს, რომელიც დაეთმობა დარგობრივ თემებს და სექტორების მიხედვით ევროკავშირის კანონმდებლობასთან თავსებადობას. კითხვარის ფაილის ჩამოტვირთვა მთავრობის ვებგვერდიდან არის შესაძლებელი.
კითხვარში ადამიანის უფლებების ნაწილში 20 ქვეთავი და 140 კითხვაა. ლგბტქი თემთან დაკავშირებით კითხვარში წარმოდგენილია 9 კონკრეტული შეკითხვა:

ძირითადი უფლებები
– რა კომპეტენციები აქვს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ ინსტიტუტს/ომბუდსმენს ადამიანის უფლებების სფეროში და რა სახის რეკომენდაციებს გასცემს? აქვთ თუ არა ამ ინსტიტუტს სპეციალური უფლებამოსილება ქალების, ბავშვეთა უფლებების, ხანდაზმულების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ლგბტქი ადამიანების ან სხვა უმცირესობების (მათ შორის, ეთნიკური, რასობრივი და რელიგიური უმცირესობების) დაცვის სფეროში? აქვს თუ არა ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ ინსტიტუტს/ომბუდსმენს საგამოძიებო უფლებამოსილება? აქვს თუ არა ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ ინსტიტუტს/ომბუდსმენს ex officio მოქმედების უფლებამოსილება?

– უტარდებათ თუ არა პოლიციას, ციხის და სასაზღვრო დაცვას, აგრეთვე სხვა სამართალდამცავი უწყების ოფიცრებს გადამზადება ადამიანის უფლებებზე, მათ შორის, ქალების, ბავშვების, ხანდაზმულების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, უმცირესობებისა და ლგბტქი ადამიანების უფლებებზე?

წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა

– რა ღონისძიებები ტარდება არასათანადო მოპყრობის ეფექტიანი გამოძიებისა და შიდა კონტროლის სერვისების გაძლიერების მიზნით, მათ შორის, ისეთ შემთხვებში, როდესაც არასათანადო მოპყრობას განიცდიან ქალები, ბავშვები, ლგბტქი ადამიანები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, უმცირესობები?

ქორწინების და ოჯახის შექმნის უფლება
– როგორ აწესრიგებს ქორწინებისა და ოჯახის შექმნის უფლებას შიდა კანონმდებლობა, მათ შორის, ერთი და იმავე სქესის პარტნიორების საკითხს.

დისკრიმინაციის აკრძალვისა და თანასწორი მოპყრობის უფლება, მათ შორის, სოციალურად მოწყვლადი ადამიანების/ჯგუფებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის

– რომელი საკანონმდებლო და პოლიტიკის ინსტრუმენტები გამოიყენება დისკრიმინაციის პრევენციისა და აღმოფხვრისთვის ნაციონალური, ეთნიკური ან რელიგიური კუთვნილების, სქესის, გენდერის, რასის, ფერის, გენეტიკური მახასიათებლების, ენის, რელიგიის ან რწმენის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, საკუთრების, დაბადების ადგილის, შეზღუდული შესაძლებლობის, ასაკის ან სექსუალური ორიენტაციის მიუხედავად? მიღებულია თუ არა ანტი-დისკრიმინაციული კანონი და როდის? არსებობს თუ არა ანტი-დისკრიმინაციული სტრატეგია?

– უზრუნველყოფს თუ არა საქართველო კანონმდებლობასა და პრაქტიკაში სექსუალური ორიენტაციის ნიშნით არადისკრიმინაციული მოპყრობის პრინციპს?

– არსებობს თუ არა გენდერულ იდენტობასთან დაკავშირებული კანონმდებლობა? არის თუ არა აღიარებული გენდერული იდენრობა? თუ არის, რა მექანიზმებითაა შესაძლებელი საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში გენდერის (სქესის) აღმნიშვნელი ჩანაწერის შეცვლა?

– გაატარა თუ არა საქართველომ სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციით CM/Rec(2010)5 გათვალისწინებული ღონისძიებები?

– უზრუნველყოფილია თუ არა შეკრების თავისუფლება თავისუფლად და პრობლემების გარეშე, მაგალითად, გეი პრაიდის ან მსგავსი ღონისძიებების მოწყობისას? გთხოვთ, წარმოადგინეთ ინფორმაცია ბოლო 3 წლის განმავლობაში ორგანიზებული ასეთი ღონისძიებების შესახებ.