“თანასწორობის მოძრაობის” გამგეობა წარმოდგენილია შვიდი წევრით:
გვანცა კვინიკაძე – გამგეობის თავმჯდომარე
ნინო გოგოხია – გამგეობის წევრი
ნინო ზაზაშვილი – გამგეობის წევრი
სერგო არუთინიანი – გამგეობის წევრი
ედგარ ბრუტიანი – გამგეობის წევრი
ლევან ქამხაძე – გამგეობის წევრი
ანა ტიკარაძე – გამგეობის წევრი
გამგეობა უფლებამოსილია:
ა) განსაზღვროს ასოციაციის საქმიანობის სტრატეგია და პრინციპები აღმასრულებელ დირექტორთან შეთანხმებით;
ბ) საკუთარი შემადგენლობიდან ირჩევს ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარეს.
გ) აღმასრულებელი დირექტორის წარდგინებით დაამტკიცოს პროექტების დირექტორები;
დ) განსაზღვროს გამგეობის წევრთა ფუნქციები;
ე) განსაზღვროს აღმასრულებელი დირექტორის ფუნქციები და საქმიანობა;
ვ) მიიღოს ასოციაციის შემდგომი და საპატიო წევრები;
ზ) მოიწვიოს საერთო კრება წესდებით განსაზღვრულ შემთხვევებში;
თ) დააფუძნოს საზოგადოებები და გადაწყვიტოს მათში წილობრივი მონაწილეობის საკითხები, კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამტკიცოს დაფუძნებულ საზოგადოებათა წესდებები;
ი) განსაზღვროს ხელმძღვანელობის უფლება და ფარგლები წინამდებარე წესდების მიხედვით;
კ) განკარგოს ასოციაციის ქონება;
ლ) დაამტკიცოს ასოციაციის თანამდებობის პირებისა და თანამშრომლების საშტატო ერთეულები და სახელფასო პოლიტიკა;
მ) შექმნას ფილიალები, დაამტკიცოს მათი დებულებები;
ნ) წარმართოს ასოციაციის ლიკვიდაცია;
ო) დაამტკიცოს ასოციაციის ბეჭედი, შტამპი, სატიტულო ფურცელი, ლოგო და საწევრო წიგნაკის ნიმუშები;
პ) დააჯილდოოს ასოციაციის წევრები ასოციაციის მუშაობაში აქტიური მონაწილეობისათვის;
ჟ) მოახდინოს შინაგანაწესის შემუშავება, მუშაობის ორგანიზება და მისი მეთვალყურეობა;
რ) განახორციელოს ფინანსების მოძიება;
ს) დანიშნოს კომისია, რომელიც მოახდენს აღმასრულებელი დირექტორის შერჩევას,
ტ) დაამტკიცოს აღმასრულებელი დირექტორი გამგეობის მიერ განსაზღვრული ვადით;
უ) წლიურ ბიუჯეტს ადგენს ადმინისტრაციული რგოლი და ამტკიცებს გამგეობა;
ფ) აღმასრულებელი დირექტორის არყოფნის შემთხვევაში ამტკიცებს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს აღმასრულებელი დირექტორის მიერ წარდგენილი კანდიდატებიდან.