ანტირეტროვირუსული (არვ) მკურნალობა და გვერდითი ეფექტები | ვიდეო


სათემო შეხვედრაზე, რომელიც “თანასწორობის მოძრაობისა” და ასოციაცია “ბროწეულის” ორგანიზებით ჩატარდა, ექიმი-ინფექციონისტი ფატი გაბუნია საუბრობს იმ გვერდითი მოვლენების შესახებ, რომელიც ანტირეტროვირუსულ მკურნალობას ახლავს თან. ანტირეტროვირუსული მკურნალობა აივ/შიდსთან ბრძოლის მთავარი მეთოდია. იგი მიზნად ისახავს აივ ვირუსის გავრცელების შეჩერებასა და ადამიანის იმუნური უჯრედების დაცვას. მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე თვეში, როგორც წესი, ვირუსის რაოდენობა ადამიანის სისხლში მცირდება. თუმცა, მკურნალობის საბოლოო მიზანი ვირუსის რაოდენობის იმდენად შემცირებაა, რომ საერთოდ აღარ გამოჩნდეს PCR ტესტის მეშვეობით. ამ მდგომარეობას არაგანსაზღვრადი მდგომარეობა ეწოდება.