კონკურსი ექსპერტ-ტრენერის შესარჩევად


არასამთავრობო ორგანიზაცია “თანასწორობის მოძრაობა” 2011 წლიდან აქტიურად მუშაობს კვლევითი, აკადემიური, ადვოკატირების და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიმართულებით. მისი მიზანია ლგბტქ+ თემის საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაცია, მათთვის ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და საზოგადოებაში არსებული ჰომოფობიური და სექსისტური განწყობების შემცირება. ორგანიზაცია სამიზნე აუდიტორიას სთავაზობს იურისტის, ფსიქოლოგის, სოციალური მუშაკის უფასო კონსულტაციებს. ასევე, აივ-ტესტის, სელფ-ტესტის, პრეპის და პეპის პროგრამებს.

ორგანიზაცია აცხადებს კონკურსს ექსპერტ/ტრენერის შესარჩევად

სამუშაოს აღწერილობა:

ორგანიზაციის ადვოკატირების გუნდთან კოორდინაციით, ექსპერტ/ტრენერმა უნდა შეიმუშავოს ტრენინგ მოდული მედიის სენსიტიზაციის ტრენინგებისთვის. შემდგომ ეტაპზე, ექსპერტ/ტრენერმა აღნიშნული მოდულის გამოყენებით, უნდა განახორციელოს 2 ტრენინგი მედიის წარმომადგენლებთან.

მოთხოვნები:

  • მაგისტრის ხარისხი მედიის, მასობრივი კომუნიკაციის, სტრატეგიული კომუნიკაციის, გენდერის კვლევის ან/და მომიჯნავე/რელევანტურ დარგში;
  • გენდერული თანასწორობის საკითხებზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • ტრენინგის მოდულის შემუშავებისა და ტრენინგების განხორციელების გამოცდილება;
  • პროფესიული ჯგუფების სენსიტიზაციის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • გენდერული თანასწორობის საკითხებისადმი მაღალი მგრძნობელობა და ლგბტქ+ საკითხების ცოდნა;

კონკურსის ეტაპები:

  • განცხადებების გადარჩევა;
  • გასაუბრება.

განცხადების მიღების ბოლო ვადა: 2024 წლის 24 მარტი.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, მოგვაწოდოთ რეზიუმე და სამოტივაციო წერილი შემდეგ მისამართზე: hr@equality.ge სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „ექსპერტ/ტრენერი“, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომელთა რეზიუმე დააკმაყოფილებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

 

ააიპ „თანასწორობის მოძრაობა“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, რეზიუმე, სერთიფიკატი და სხვა ნებისმიერი დოკუმენტაცია) არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქამებელთან ინახება 1 (ერთი) წლის ვადით.

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.