კონკურსი ვიდეორგოლის მოსამზადებლად


()იპთანასწორობის მოძრაობაფუნქციონირებს 2011 წლიდან. ორგანიზაციის საქმიანობის მიზანია ლგბტქი თემისა და ქალების საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაცია, ჯანდაცვის სერვისების მიწოდება და არსებულ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა თემის წევრებისთვის, საზოგადოებაში არსებული ჰომოფობიისა და სექსიზმის აღმოფხვრა.

ორგანიზაცია აცხადებს კონკურსს ვიდეორგოლის დასამზადებლად.

კონკურსის აღწერა: კონკურსი ცხადდება პროექტის “თანასწორობის მოძრაობა ძლიერი ლგბტქ პოლიტიკური და სამოქალაქო საზოგადოებისთვის” ფარგლებშივიდეოთემატიკა უნდა უკავშირდებოდეს  უსახლკარობის პრობლემას ლგბტქ თემში, ხაზგასმული უნდა იყოს უსახლკარობის პოლიტიკური მნიშვბელობა და აღწერილი იყოს ის კონკრეტული წინაღობები, რასაც ლგბტქ ადამიანები აწყდებიან ყოველდღიურად.  

აუცილებელი მოთხოვნები:

  • ვიდეო პროექტებზე მუშაობის გამოცდილება;
  • ლგბტქი უფლებებისადმი მაღალი მგრძნობელობა.

კონკურსის ეტაპები:

  • განცხადებების გადარჩევა;
  • გასაუბრება.

ვიდეო უნდა მომზადდეს “თანასწორობის მოძრაობის” თანამშრომლებთან კოორდინაციით. 

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ21 მარტამდე გამოგვიგზავნოთ თქვენი პორტფოლიო და ვიდეოს დამზადების ვადები შემდეგ მისამართზე: hr@equality.ge

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით: info@equality.ge

გთხოვთ, მეილის Subject ველში მიუთითოთ: ვიდეოების კონკურსი

 

პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ: 

ა(ა)იპ „თანასწორობის მოძრაობა“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, რეზიუმე, სერთიფიკატი და სხვა ნებისმიერი დოკუმენტაცია) არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქამებელთან ინახება 1 (ერთი) წლის ვადით.

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს