კონკურსი ვებ-გვერდის შესაქმნელად


არასამთავრობო ორგანიზაცია “თანასწორობის მოძრაობა” 2011 წლიდან აქტიურად მუშაობს კვლევითი, აკადემიური, ადვოკატირების და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიმართულებით. მისი მიზანია ლგბტქ თემის საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაცია, მათთვის ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და საზოგადოებაში არსებული ჰომოფობიური და სექსისტური განწყობების შემცირება. ორგანიზაცია სამიზნე აუდიტორიას სთავაზობს იურისტის, ფსიქოლოგის, სოციალური მუშაკის უფასო კონსულტაციებს. ასევე, აივ-ტესტის, სელფ-ტესტის, პრეპის და პეპის პროგრამებს.

ორგანიზაცია აცხადებს კონკურსს კომპანიებისა და ფიზიკური პირებისთვის ვებ-გვერდის შექმნის მომსახურების მისაღებად

მოთხოვნები:

  • მინიმუმ ორწლიანი სამუშაო გამოცდილება პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით;
  • WordPress-ზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • რეალურ ვებ-პროექტებზე მუშაობის გამოცდილება.

სამუშაოს აღწერა:

კონტრაქტორმა you-are-heard.org-ის ქართული ანალოგის ინტეგრირება უნდა შეძლოს. პროცესში აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული:

  • მაღალი უსაფრთხოება;
  • მომხმარებელზე ორიენტირებული ვებ-გვერდის შემუშავება, სადაც მათ შეეძლებათ რეგისტრაცია ან/და ინფორმაციის განთავსება;
  • შემოსული მონაცემთა ბაზის შენახვა, გადამისამართება და მისი ანალიტიკა
  • ვებ-გვერდების თარგმნის ფუნქციონალი ქართულ, ინგლისურ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე;
  • Lead და UX/UI დიზანის შექმნა;
  • WordPress Developin ;
  • ვებ-გვერდის ტესტირება;
  • დამკვეთის მიერ შემუშავებული დიზაინის და ფუნქციონალის პლატფორმაზე ინტეგრირება;
  • დამკვეთის მიერ შემუშავებული ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულება;
  • ლოგიკის აწყობა;
  • სკრიპტების და მოდულების შექმნა;
  • ბაგების აღმოჩენა და შესწორება;
  • SEO მეგობრული საიტის სწორი სტრუქტურით აწყობა.

კონკურსის ეტაპები:

  • შემოსული პორტფოლიოების გადარჩევა
  • გასაუბრება

განცხადების მიღების ბოლო ვადა: 25 მარტი

დაინტერესებულმა კომპანიებმა, გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი პორტფოლიო ინგლისურ ენაზე შემდეგ მისამართზე: hr@equality.ge  სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება WordPress დეველოპერი“ წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომელთა პორტფოლიო დააკმაყოფილებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.