ჩვენთან შეგიძლიათ ჩაიტაროთ აივ ინფექციის, სიფილისისა და B და C ჰეპატიტების ტესტირება.
🦠აივ ინფექცია/შიდსზე ტესტირება
„თანასწორობის მოძრაობა“ გთავაზობთ სწრაფ, უფასო და სრულიად ანონიმურ ტესტირებას აივ ინფექციაზე.
მომსახურება მოიცავს ნებაყოფლობით კონსულტირებასა და ტესტირებას (VCT). პროცესი შედგება სამი ძირითადი ეტაპისგან:
ტესტისწინა (პრე) კონსულტირება, უშუალოდ ტესტირება და ტესტისშემდგომი (პოსტ) კონსულტირება, სადაც კვალიფიციური სპეციალისტი ამომწურავ ინფორმაციას მოგაწვდით თქვენთვის საინტერესო კითხვებზე.
ტესტირება ტარდება მესამე თაობის სწრაფი/სკრინინგული მეთოდით — კაპილარული სისხლით (თითიდან სისხლის აღებით) ან, სურვილისამებრ, ნერწყვის სპეციალური ტესტით. პასუხს სულ რაღაც 20 წუთში შეიტყობთ.
მნიშვნელოვანია:
სრული ანონიმურობა და კონფიდენციალურობა: მომსახურების მისაღებად არ მოითხოვება პირადობის დადასტურება, სახელი ან გვარი.
დამატებითი სერვისი: ტესტირებასთან ერთად, შეგიძლიათ სრულიად უფასოდ მიიღოთ პკონდომები, ლუბრიკანტები, საინფორმაციო მასალები და სტიკერები.
ორშაბათი – პარასკევი, 12:00–19:00 სთ. წინასწარი ჩაწერა არ არის საჭირო.
ტესტირებისთვის წინასწარი მომზადება, მაგალითად უზმოდ ყოფნა, საჭირო არ არის.
🦠სიფილისზე ტესტირება
„თანასწორობის მოძრაობა“ გთავაზობთ სწრაფ, უფასო და სრულიად ანონიმურ ტესტირებას სიფილისზე.
მომსახურება მოიცავს ნებაყოფლობით კონსულტირებასა და ტესტირებას (VCT). პროცესი შედგება სამი ძირითადი ეტაპისგან: ტესტისწინა (პრე) კონსულტირება, უშუალოდ ტესტირება და ტესტისშემდგომი (პოსტ) კონსულტირება, სადაც კვალიფიციური სპეციალისტი ამომწურავ ინფორმაციას მოგაწვდით თქვენთვის საინტერესო კითხვებზე.
ტესტირება ტარდება სწრაფი/სკრინინგული მეთოდით — კაპილარული სისხლით (თითიდან სისხლის აღებით). პასუხს სულ რაღაც 20 წუთში შეიტყობთ.
მნიშვნელოვანია:
სრული ანონიმურობა და კონფიდენციალურობა: მომსახურების მისაღებად არ მოითხოვება პირადობის დადასტურება, სახელი ან გვარი.
დამატებითი სერვისი: ტესტირებასთან ერთად, შეგიძლიათ სრულიად უფასოდ მიიღოთ კონდომები, ლუბრიკანტები, საინფორმაციო მასალები და სტიკერები.
ორშაბათი – პარასკევი, 12:00–19:00 სთ. წინასწარი ჩაწერა არ არის საჭირო.
ტესტირებისთვის წინასწარი მომზადება, მაგალითად უზმოდ ყოფნა, საჭირო არ არის.
🦠B ჰეპატიტზე ტესტირება
„თანასწორობის მოძრაობა“ გთავაზობთ სწრაფ, უფასო და სრულიად ანონიმურ ტესტირებას B ჰეპატიტზე.
მომსახურება მოიცავს ნებაყოფლობით კონსულტირებასა და ტესტირებას (VCT). პროცესი შედგება სამი ძირითადი ეტაპისგან: ტესტისწინა (პრე) კონსულტირება, უშუალოდ ტესტირება და ტესტისშემდგომი (პოსტ) კონსულტირება, სადაც კვალიფიციური სპეციალისტი ამომწურავ ინფორმაციას მოგაწვდით თქვენთვის საინტერესო კითხვებზე.
ტესტირება ტარდება სწრაფი/სკრინინგული მეთოდით — კაპილარული სისხლით (თითიდან სისხლის აღებით). პასუხს სულ რაღაც 20 წუთში შეიტყობთ.
მნიშვნელოვანია:
სრული ანონიმურობა და კონფიდენციალურობა: მომსახურების მისაღებად არ მოითხოვება პირადობის დადასტურება, სახელი ან გვარი.
დამატებითი სერვისი: ტესტირებასთან ერთად, შეგიძლიათ სრულიად უფასოდ მიიღოთ კონდომები, ლუბრიკანტები, საინფორმაციო მასალები და სტიკერები.
ორშაბათი – პარასკევი, 12:00–19:00 სთ. წინასწარი ჩაწერა არ არის საჭირო.
ტესტირებისთვის წინასწარი მომზადება, მაგალითად უზმოდ ყოფნა, საჭირო არ არის.
🦠C ჰეპატიტზე ტესტირება
„თანასწორობის მოძრაობა“ გთავაზობთ სწრაფ, უფასო და სრულიად ანონიმურ ტესტირებას C ჰეპატიტზე.
მომსახურება მოიცავს ნებაყოფლობით კონსულტირებასა და ტესტირებას (VCT). პროცესი შედგება სამი ძირითადი ეტაპისგან: ტესტისწინა (პრე) კონსულტირება, უშუალოდ ტესტირება და ტესტისშემდგომი (პოსტ) კონსულტირება, სადაც კვალიფიციური სპეციალისტი ამომწურავ ინფორმაციას მოგაწვდით თქვენთვის საინტერესო კითხვებზე.
ტესტირება ტარდება სწრაფი/სკრინინგული მეთოდით — კაპილარული სისხლით (თითიდან სისხლის აღებით). პასუხს სულ რაღაც 20 წუთში შეიტყობთ.
მნიშვნელოვანია:
სრული ანონიმურობა და კონფიდენციალურობა: მომსახურების მისაღებად არ მოითხოვება პირადობის დადასტურება, სახელი ან გვარი.
დამატებითი სერვისი: ტესტირებასთან ერთად, შეგიძლიათ სრულიად უფასოდ მიიღოთ კონდომები, ლუბრიკანტები, საინფორმაციო მასალები და სტიკერები.
ორშაბათი – პარასკევი, 12:00–19:00 სთ. წინასწარი ჩაწერა არ არის საჭირო.
ტესტირებისთვის წინასწარი მომზადება, მაგალითად უზმოდ ყოფნა, საჭირო არ არის.
წინასწარი ჩაწერა არ არის საჭირო.
ტესტირებისთვის წინასწარი მომზადება (მაგალითად, უზმოდ ყოფნა) საჭირო არ არის.
ტესტირების უპირატესობები
უფასო
სწრაფი
ანონიმური
გამოიწერე ტესტი სახლიდან გაუსვლელად
გამოიწერე თანასწორობის მოძრაობის ქისა, სადაც აივ ინფექციის ნერწყვის ტესტთან ერთად კონდომები, ლუბრიკანტები, სტიკერები და საინფორმაციო მასალები დაგხვდება. ჩვენ მას სასურველ ადგილას უფასოდ და კონფიდენციალურად მოგიტანთ.

ვებ-გვერდი შექმნილია RFSU-ს ფინანსური მხარდაჭერით.