„თანასწორობის მოძრაობის” საქმიანობის წლიური ანგარიში – 2025


2025 წელს „თანასწორობის მოძრაობამ” სხვა არაერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მსგავსად, შესაძლებლობების ზღვარზე იმუშავა და მაინც შეძლო იმ ამოცანების შესრულება, რასაც „თანასწორობის მოძრაობა” ეფუძნება და მას საქართველოში და სამხრეთ კავკასიის რეგიონში ლგბტქ+ თემზე მზრუნველ ყველაზე დიდ ორგანიზაციად აქცევს.სწორედ გასულ წელს გახდა ჩვენი ორგანიზაცია რეპრესიული კანონმდებლობის ერთ-ერთი სამიზნე, როდესაც 2025 წლის სექტემბერში საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამო „გრანტების შესახებ“ კანონის გამოყენებით ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციების მონიტორინგი დაიწყო და მათ საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა კატეგორიის ინფორმაცია გამოითხოვა.

ამგვარი წინაღობების მიუხედავად,კვლავ შევძელით, ჩვენი ბენეფიციარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო სერვისები უწყვეტად, უფასოდ და ანონიმურად მიგვეწოდებინა, მეტიც, რიგ შემთხვევაში, ზოგიერთი სერვისი გავაფართოვეთ კიდეც.

 

2025 წლის საქმიანობის დეტალური ანგარიში იხილეთ აქ.